It's Time To Joke And WOW

Posts tagged ‘ავტობუსების განრიგი’

თბილისის სატრანსპორტო კომპანია : ახალი სერვისები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გვთავაზობს ახალ სერვისებს. რაც მე ცოტახნის წინ ვნახე და ძალიან მომეწონა, როგორც სისტემური მხრივ ასევე იმხრივ რასაც ჩვეულებრივ, არა პროგრამისტი ადამიანი ხედავს.

პირველი რაც ძალიან ფუნქციური და გამოსადეგი რამეცაა ეს არის : მგზავრობის დაგეგმვა

travel

მგზავრობის დაგეგმვა

მოკლედ ამ სერვისის შესახებ:
თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მოკლე მოგზაურობა, საქმიანი ან უბრალო გასეირნება.
ვირჩევთ შემდეგ პარამეტრებს:

  • გასვლა და მისვლა, ამ ველებში ვწერთ იმ ადგილებს საიდანაც გავდივართ და სადაც გვინდა რომ მივიდეთ.
  • როდის გასვლა ან მისვლა. ვირჩევთ საათს და რიცხვს.
  • მგზავრობის ტიპი, 1. ავტობუსი და მეტრო , მხოლოდ ავტობუსი, მხოლოდ მეტრო. ანუ აქედან ვირჩევთ რითი გვინდა მგზავრობა.
  • პრიორიტეტი, 1. სწრაფი 2. ცოტა გადაჯდომა. ანუ თუ ავირჩევთ სწრაფს მაშინ იქნება ბევრი გადაჯდომები, ავტობუსიდან ავტობუსში. თუ ავირჩევთ ცოტა გადაჯდომას მაშინ იქნება ალბათობა იმის, რომ ერთმა ავტობუსმა მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ბევრად მეტი დრო დასჭირდეს ვიდრე გადაჯოდმის შემთხვევაში.
  • სიარული, მაქსიმუმ რამდენი მეტრი მოგიწიოთ სიარული: 100, 250, 500, 750, შეუზღუდავი

ამ ყველაფრის არჩევის შემდეგ რუკაზე გიჩვენებთ თქვენს მარშუტს, გადაჯდომებს და ავტობუსის ნომრებს.

 

შემდეგი ასევე მნიშნველოვანი სერვისი, რომელიც გვაწვდის სტატისტიკურ ინფორმაციას თუ რა დროს რა ნომერი ავტობუსი უნდ აიყოს დანიშნულების ადგილზე.
ეს არის: გრაფიკები, მარშუტები

გრაფიკები,  მარშუტები

გრაფიკები, მარშუტები

მოცემულია მარშუტის სქემა, რომელიც გვიჩვენებს უბნებს და ამ უბნებიდან რა ნომერი ავტობუსები გადის.
მოცემულია განრიგი სამუშაო და დასვენების დღეებში, რომელ წუთებზე გადის ავტობუსი, საიდან სად.
ავტობუსის ნომრის არჩევის შემდეგ გიჩვენებთ რუკაზე მონახაზს, თუ რას გაივლის და რა ადგილზე გაჩერდება.

მესამე სერვისი, რომელიც ყველაზე ემტად მომწონს, ეს არის: ავტობუსი  რეალურ   დროში

ავტობუსი  რეალურ   დროში

ავტობუსი რეალურ დროში

ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს რეალუ დროში ვნახოთ რა ადგილზე რა ავტობუსი მივა. ანუ ეს არის ბევრად უფრო ინფორმაციით დატვირთული მონაცემები, ვიდრე ის ეკრანები, რომლებიც გაჩერებებზე აყენია და გიჩვენებთ ავტობუსის ნომრებს, მათი მოსვლის დროს და უბნების სახელებს.

თუ დააჭერთ ღილაკს, მოძებნეთ ურკაზე: route ის გიცვენებთ ავტობუსის რეალურ მდებარეობას. (თუ გამახსენდა ვცდი ‘თბილისის მერიის სერვისის’ გამოყენებით ანუ Tbilisi Loves You უფასო Wi-fi -თ, დავდგები გაჩერებაზე და ჩემი გალაქსი ფლეიერით ვნახავ ავტობუსის მდებარეობას. თან მე ყვითელი კურტკა მაქვს და კონტროლიორს ვგავარ, ოღონდ მათზე ბევრად მეტი ინფორმაცია მექნება :D )

სამარშრუტო სქემის რუკა

სამარშრუტო სქემის რუკა

სამარშრუტო სქემის რუკა

ამ სამარშრუტო სქემის რუკაზე ნახავთ ავტობუსის ნომრებს რომლებიცაა ფერებით გამოყფილი და ხაზებს, რომლებიც გახაზულია იმ უბნებში სადაც ეს ავტობუსი მიდის. რათქმაუნდა ნომრების და ხაზების ფერი ერტიდაიგივეა.

თბილისის სამარშრუტო სქემის რუკა

თბილისის სამარშრუტო სქემის რუკა

 და ბოლოს, რომ შევაჯამოთ. ჩემი აზრით ეს სისტემა ძალიან კარგი რამეა და მისი ნახვის თანავე სურვილი გამიჩნდა ან ასეთი კითხვა. ოდესმე TTC თუ გამოუშვებს API -ს რომლის საშუალებითაც დეველოპერები შევძლებთ ამ სერვისების გამოყენებას და ჩვენს საიტებზე ან და სმარტფონების აპლიკაციებში თუ ჩავდებთ. ისე მინდა ეს სერვისი, რომ შეიძლება მივწერო კიდეც API -სთან დაკავშირებით. ( Application programming interface )

კიდევ ერთი საინტერესო სერვისი: მეტრო LIVE-ში
06
ამ სერვისის საშუალებით ნახავთ მეტროში დამონტაჟებული კამერების პირდაპირ ეთერს. მეტროს შიგნით და გარეთ ნაწილებს.

იხილეთ ვებგვერდი: www.ttc.com.ge

სურატების წყარო : ttc.com.ge

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,971 other followers

%d bloggers like this: