It's Time To Joke And WOW


გავხსენი კატეგორია მოგზაურის ბლოგი, სადაც დავწერ სტატიებს, რომელიც შეეხება იმ ლაშქრობებს, რასაც მე განვახორციელებ.  აქამდე უკვე ბევრი ადგილი ვნახე მაგრამ კიდევ ბევრი ადგილი იქნება სადაც წავალ და სიარულით და კლდეზე ხოხვით დავისვენებ/დროს გავატარებ/გავერთობი/ვისიამოვნებ.

მე (კახა), კაცი მთა (სანდრო) და ნასა (ილია)

უნებამ არ შეიძლება დაგღალოს. მე მიყვარს ბუნება და მასაც ვუყვარვარ მე.

2 დღის წინ (29.01.2012) ვიყავი საგურამოში, დიდუბიდან გავედით და ნახევარ საათში საგურამოში ვიყავით. სოდლიდან ავედით გზაზე, რომელიც მანქანების ნატარისგან იყო მოყინული და სასტიკად ცურავდა ფეხი. დახლოებით 1 კილომეტრის შემდეგ გამოჩნდა მხოლოდ თოვლიანი გზა და იშვიათად მანქანის ნატარი. თოვლი არცისე დიდი იყო და სიარულიც არ ჭირდა. ნახევარ გზაზეც არ ვიყავით მისულები, როცა დავინახეთ ეკლესია, რომელიც კომუნისტების დროს გადაკეთებული იყო და მეორე სართული საცხოვრებელი ოთახი ქონდათ გაკეთებული. ეზოში მაგიდა და სკამები იდგა. ერთერთ მაგიდასთან მივედით და გავშალეთ ჩვენი ასევთქვათ საუზმე. სასმელი ამ სიცივეში სასურველი კიარადა აუცილებელიც იყო ამიტომ სამი სახის ალქოჰოლური სასმელი გვქონდა წაღებული: ღვინო, არაყი და ლუდი. მე რათქმაუნდა ლუდს ვსვავდი რადგან წინ ჩამოღვილილი სასმელებისთვის არვარ გაჩენილი🙂 ბიჭმებმაც ღვინო დალიეს რადგან გრძელს გზაზე ღვინმო უფრო კარგია ვიდრე არაღი. ძალიან ციოდა და ცოტა რო გავხურებოდით ალკოჰოლი რო კარგად მოგვდებოდა ცოტა ვირბინეთ🙂

30 წუთში გავაგრძელეთ სიარული.  ნახევარზე მეტი გვქონდა გავლილი როცა დავინახეთ მანქანა მოდიოდა. მოვერიდეთ მას, მარცხენა მხარეს გადავედით, რომ არ მოცურებულიყო. პატარა მანძილი გავიარეთ და 3 ბიჭი დავინახეთ რომელიც ქვემოთ მოდიოდა, მივესალმეთ და წავედით. როგორციქნა მივედით ადგილამდე, ცოტა ახლოს თოვლშიც ვიბანავეთ, დავწექით და სურათები გადავიღეთ.

ზემოთ რო ავედით ჯვართან, დავინახეთ მანქანა დადიოდა, უკან დიდი ციგა ება და ბავშვებს ატრიალებდა წრეზე, ბავშვებსაც უხაროდათ და იცინოდნენ. პატარა სოფელივით იყო დაახლოებით 5 ოჯახი თუ იქნებოდა და იქით რადიო ანძის სადგური.

ჩვენ გადავუხვიეთ მარჯვნივ და შევედით ეკლესიაში, პირჯვარი გადავიწერეთ და გამოვედით. ზემოდან გადავხედეთ მდინარეების შესართავს და ჯვრის მონასტერს, რომელიც ლამაზად მოჩანდა თოვლში.

იქიდან ჩამოსვლისას არგვინოდა იგივე გზაზე გვევლო და ამიტომ გადავწყვიტეთ გზა გაგვერთულებინა, როგორც ყოველთვის გვჩვევია. მთა მთა გადავდიოდით თოვლში , არცისე ადვილი იყო მაგრამ ჩვენთვის სახაისო. გაჩერება არ შეიძებოდა თორემ გავიყინებოდით. თოვლი შარვლის ქვეშ შედიოდა, ფეხები სუ დაგვისველდა და დამძიმდა ფეხსაცმელი. მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ საგურამოდან ფეხით ჩამოვედით თბილისში, ავჭალაში თან.
ჩვეულებრივ გზაზე რო დავდექით ვერ დავდიოდით რადგან აქ უფრო ცურავდა ფეხი და ისევ ნაპირებზე შემორჩენილ თოვლში დავდიოდით.

ავტობუსის გაჩერებასთან დახ. 10 წუთი ვილოდებოდით, თან არდაგავიწყდეთ რომ ფეხები მუხლებამდე სველი გვაქვს და ტუფლებზე და შარვალზე კიდევაა შემორჩენილი ყინული :დ

ჩამოვედით მეტროში და შევედით ვაგონში, სანამ ბოლოდან  სამგორში ჩამოვიდოდით ვაგონის წინა ნაწილი სულ დავასველეთ,  მე ვიფიქრე სირცხვილია ეხლა რო ასე გავჭუჭყეთ ვაგონი მეთქი და უცბად კაცი მთა “აბა 50 თეთრი რო გახადეს მგზავრობა რა ეგონათ მაგათ, ამ თანხაში დასუფთავებაც შედისო” და ამაზეც კარგად ვიცინეთ. :დ მეც მომეშვა გულზე.
სახლში გზაში შევთანხმდით, რომ სახლში მისვლისას დავლევდით ჩაის და თან ვიტყოდით, რომ “ცხოვრება მშევენიერია”. კი მოვედით სახლში მაგრამ მე დამავიწყდა და მოგვიანებით კაცი მთა რეკავს “რაქენი თქვი ჯადოსნური სიტყვებიო” მე ვერმივხვდი მაგრამ ჩაი რო ახსენა აქ უკვე ოოო… დავწექი სიცილით.

ვანიდან რო გამოვედი, თუმცა სანამ შევიდოდი მაშინაც მეტყობოდა რომ სახე დამწვარი მქონდა, ამას ქვია თოვლის ზაგარი :დ მემგონი ეხლაც მეწვის და ცუდ დღეში მაქვს სახე.

ასეა თუ ისე მაგარი დრო გავატარეთ და მეორე კვირას კიდევ ვგეგმავთ ასეთ ლაშქრობას. სურათები და ტკბილი მოგოგნებები არ მოგაკლდებათ ჩემგან ამ ბლოგზე🙂 მერე ჩვენც წავიდეთ ვინც ვიცნობთ ერთურთს და საერთოდ ბლოგერებს მოგიწოდებთ გავიდეთ ბუნებაში!😉

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: