It's Time To Joke And WOW


ცოტახნის წინ ვამბობდი რო მუზა აღარმოდის და მეტი არაფერი იდეა არმაქვს რომ დავპოსტოთქო, ისიც ვთქვი რო დღეისათვის თემა მექნებოდა, რადგან სალაშქროდ მივდიოდი და კაი მოგზაურის ბლოგპოსტი იქნებოდა.
ხოოოოდა აი დადგა ის დრო რო მოგითხროთ ჩემი არა პირველი და არა საბოლოო ლაშქრობის ამბავი.

მე და ჩემმა მეგობარმა სანდრომ (რომელსაც კაციმთას ვეძახით, რადგან ნახევარი ცხოვრება მთაში გაატარა მოგზაურობასა და ლაშქრობებში)  წინა ლაშქრობაზე რომ ვიყავით არმაზის ციხეზე, მოპირდაპირე მხარე შევამჩნიე ერთი პატარა ჯვარი და კაცი მთას ვკითხე აქ ასვლა მოხერხდებათქო ? და მან რათქმაუნდა ჩაიღიმა და თქვა რათქმაუნდაო.  ჩვენ ყოველკვირას ვგეგმავთ ლაშქრობებს წინასწარ ან უცბად ერთი დღით ადრე გადავწყვეტთ რო წავიდეთ და მივდივართ. ხოოოდა ერთდღესაც მირეკავს კაციმთა და მეუბნება ამ კვირას რავქნათო რავქნათ და წავიდეთ სადმეთქო… სად სადმეო და არმაზის აი იქ ჯვარზეო. ას მეორე დღეს ავიბარგეთ და შევუდექით გზას. პირველი გაჩერება დიდუბე და წავედით დანიშნულების ადგილამდე სადაც გზა მიდიოდა. ჩამოვედით თუარა მაშინვე შევუდექით გზას და პირველივე დაპრკოლება იყო გზიდან ასასვლელი გორა რომელიც მოყინული იყო და ორი ფეხით ვერახვიდოდი🙂 ავედით გავაგრძელეთ გზა და ბილიკის ნაცვლად მდინარეს ავუყევით. გზაზე წყვილი შეგვხვდა, ქალი და კაცი ერთნაირ ფორმაში გამოწყობილი და ერთნაირად აღჭურვილნი. არვიცი რაში სჭირდებათ სამთო ჯოხები და ასე შემდეგ მაგრამ ფაქტია რო ევასებათ ასე სიარული, ჩვენ კი უბრალოდ გვაცვია ისე რომ მოხერხებულად ვიაროთ, ხელი არაფერმა შეგვიშალოს და რაცმთავარია ზურგჩანთაში საჭმელი და სასმელი კარგად იყოს დაცული. წყვილს რომ ავუარეთ, ავუარეთ კიარა ავუქროლეთ შემოგვძახეს თქვენ რა სწრაფად დადიხართო, ცოტახანში დაგვცხა და გავჩერდით ზედმეტი ტანსაცმელის მოსაშორებლად და ისინიც დაგვეწივნენ. რო ვკითხეთ არმაზის ციხეზე მიდიხართო, მათ გვიპასუხეს რომ უბრალოდ სეირნობდნენ.🙂 ასე გავიღიმეთ შევუდექით გზას. მანძილი რო შგვემოკლებინა მთაზე ჩასვლა გადავწყვიტეთ მეორე მთაზე ასასვლელად და გადავუხვიეთ გზიდან, ის წყვილიც გამოგვყვა და ვითომც არაფერი და არ შეიმჩნიეს, რომ გზა შეეშალათ.

 ჩვენ ჩავბობღდით როგორღაც და გავედით მეორე მთისკენ.
იქ ეკლესია და რამოდენიმე შენობა იდგა:

შემდეგ გზას რომ ავუყევით ერთი ძაღლი შეგვხვდა, რომელიც სანდრომ იცნო და მოეფერა. არადა შესახხედაობით არცისე წყნარი არსება ჩანდა, კარგი ძაღლი იყო. წინა ლაშქრობაზე, როდესაც მე არვიყავი მას ჩემს ძმას უნახია და მოფერებია.

გავიარეთ მოკლე მანძილი და მგვბეზრდა მანქანისაგან გაკვალული და გაყინული გზა, გადავწყვიტეთ მთაზე გადავსულიყავით და იქიდან ავსულიყავით რთული გზით. გადავუხვიეთ გზიდან და რაც ყველაზე ძაანმიყვარს იმ გზით ვიარეთ რითიც ადრე სხვას არუვლია.

მაშინ, როდესაც თბილისში თოვლი აღარასად ჩანდა ჩვენ მუხლებამდე და ზოგგან უფრო დიდ თოვლში სიარული
გვიწევდა. ცოტა დამღლელი იყო მაგრამ ჩვენმა გამოცლილმა სისხლძარღვებმა და ფეის კუნთებმა გაუძლეს ამ დატვირთვას🙂

მივიხედ მოვიხედეთ, დანიშნულების ადგილი არ ჩანდა, ჩავღუნეთ თავი და გავაგრძელეთ ზემოთ სვლა.

უკვე ახლოს ვიყავით მისულები როდესაც სანდრომ ჯვარი დაინახა და გაგვიხარდა. ავცოცდით კლდეზე და მივადექით ეკლესიას.

შევედით პირჯვარი გადავიწერეთ და გამოვედით გარეთ, სადაც ის ჯვარი მეგულებოდა, რომლის ნახვაც ძაან მინდოდა.
ვნახეთ ცოტა ვიხტუნავეთ თოვლში, გავერთეთ და ჯვართან სურათებიც გადავიღთ.
უკან დაბრუნების ჟამი რომ დადგა ჯერ სუფრა გავაწყვეთ ვისადილეთ და ცოტაც დავლიეთ, ჩვენი სასმელების მენიუ ასეთი იყო: წყალი, ლუდი, კონიაკი, არაყი. არაყის გარდა ყველაფერი დავლიე და ისეთი სიცივე იყო საერთოდ არ მოგვეკიდა. ქვემოთ ჩამოსვილისას 1 კილომეტრი მთაზე სირბილით ჩამოვედით და როგორც ბოლოს დავადგინეთ ეს იმას ნიშნავდა რო ალკოჰოლი მოგვედო :დ
გზაზე ბევრი ძველი შენობები შეგვხვდა, სადაც არავინ აღარ ცხოვრობდა და არც ფუნქციონერებდა.
რამოდენიმე სამალავი ვნახეთ და კიდევ ახალი გაკეთებული ბუნკერები რის შესახებაც სანდრომ ყველაფერი კარგად იცოდა და მეც ამისხნა თუ როგორ აშენებენ ჯარისკაცები ბუნკერებს, თავის დასაცავად და შეუმჩნევლად ყოფნისათვის.
ჩამოვედით მთავარ გზაზე , ჩავსხედით მანქანაში და დავბრუნდით სახლში, ოღონდ ესეპირდაპირ არ დავბრუნებულვართ, ერთი ლუდი კიდევ ავიღეთ და + ერთი ჭიქა კონიაკი , ეს ალკოჰოლის ფესტივალი დღეს არდასრულებულა, მეგობრებმა დამირეკეს და ხინკალზე მიმიწვიეს, არც ამაზევთქვი უარი და იქაც დავლიე.
არ დავღლილვარ, არ დავმთვრალვარ უბრალოდ +1 დასამახსოვრებელი დღე მივამატე ჩემი ცხოვრების Timeline -ს :დ
იმედიმქვს ყველაფერი კარგად მოგიყევით, და კიდევ იმს იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგწონთ ასეთი ლაშქრობები.  თუ რამე ნაპერწკალი იქნება იმ იდეეის, რომ ბლოგერებმა გავქუსლოთ მთისაკენ ან სადმე ბუნებაში მარკეტი არაა წავიდეთ.😉

Comments on: "არმაზის ციხე, ჯვარი. ლაშქრობა არის კარგი" (1)

  1. მართლაც ძალიან ლამაზი ადგილია🙂

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: