It's Time To Joke And WOW


მოგიყვებით თამაშის შესახებ, რომელმაც მცირე დროში მილიონობით ადამიანის ხელის თითები დაიპყრო.

ალბად გაგიგიათ ამ თამაშის შესახებ. შეიძლება ზოგადად თამაში არმოგწონდეთ, მაგრამ ეს ისეთირ ამარის შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოთ.🙂

 თამაში შინაარსი ასეთია. ჩიტებს კვერცხებს პარავენ მშიერი ღორები და იტაცებენ მათ, ჩიტები, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კვერცხები, რომლებიც ბუდეებში დატოვეს ღორებმა წაიღეს უკან გაედევნებიან და აქ იწყება თამაშის საინტერესო მხარე… გაბრაზებულ ჩიტებს უწევთ დიდი წინააღმდეგობების გადალახვა, ღორები, რომლებმაც კვერცხები გაიტაცეს აგებენ სხვადასხვა სახის აგებობებს თავის დასაცავად, რომლებიც ჩიტებმა უნდა დაანგრიონ და ღორები გაანადგურონ.

სულ არის ოთხი სახის ჩიტი:

პირველი: ფეთქდება, მეორე: სწრაფად დაფრინავს, მესამე: სამად იყოფა, მეოთხე: ჩვეულებრივი საყვარელი ჩიტი, მეხუთე: გადაფრენისას ისვრის კვერცხებს, მეექვსე: მეგა ჩიტი რომელსაც ნებისმიერი რამის განადგურება შეუძლია ერთი დარტყმით და მისი გამოძახება ყოველთვის არ შეგიძლიათ.

 თამაში თავდაპირველად შეიქმნა iOS ისთვის ანუ iPhone -ბისთვის. მას შემდეგ რაც ყველანაირი რეიტინგი მოხსნა მისმა შემქნელებმა ( computer game developer და Rovio Mobile) გადაწყივტეს იგივე თამაში შეექმნათ სხვადასხვა სმარტფონებისტვის, როგორიცაა Android (ჩემი ფავორიტი სმარტფონი) და მას შემდეგ სხვადასხვა დევისებისთვის. ანდროიდისთვის გამოშვებული ვერსია 1 საათის განმავლობაში მილიონმა ადამიანმა გადმოწერა.

თამაშის უფასო ვერსია პირველკვირას გადმოწერა 11 მილიონმა ადამიანმა და სრული ვერსია, რომელიც ფასიანია გადმოწერა 7 მილიონმა ადამიანმა iPhone Store -დან.

შემდეგ უკვე შეიქმნა კომპიუტერებისთვის. PC და MAC.

2012 წლის თებერვალში თამაში Facebook ზეც გამოჩნდა.

გამოდის თამაშის სხვადასხვა სეზონები, სხვადასხვა გაფორმებებით და ხმებით, მაგრამ არიცვლება თამაშის არსი. შენ უნდა დაიბრუნო მოპარული კვერცხები.

თამაშმა გაიმარჯვა ნომინაციებში: “Best Game App” და “App of the Year”,  Webby Awards მეხუთმეტე დაჯილდოვებაზე თამაშმა გაიმარჯვა ნომინაციაში  “Best Game for Handheld Devices”.

გამოდის სხვადასხვა სეზონები და მათშორის ბოლო ყველაზე გახმაურებული, რომელსაც ქვია “Angry Birds Space” გამოვა 2012 წლის 22მარტს. ამ ვერსიას აქვს ყველაზე ძლიერი რეკლამა, რაც შეიძლება თამაშს გაუკეთდეს.

NASA -ს ერთერთ კოსმოსურ ხომალდზე გაუკეთდა თამაშს პრეზენტაცია, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო:

კიდევ ძალიან ბევრი რამაა ამ თამაშის შესახებ მაგრამ ყველაფრის მოყოლა გამიჭირდება. ახლა მოგაწვდით ლინკებს, სადაც შეგიძლიათ თამაშის ნახვა და გადმოწერა.

Chrome Angry Birds

Anderoid Market

iPhone Store

Facebook

Google+

წარმატებებს გისურვებთ😉

წავედი მე ვითამაშო :დ

Comments on: "Angry Birds – გაბრაზებული ჩიტები" (1)

  1. Reblogged this on News For IT.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: