It's Time To Joke And WOW


დიდი ხანია მინდა სისხლის გაცემა, მაგრამ აქამდე ვერ ვახერხებდი სისხლის ჩაბარებას, დრო არ მქონდა ან სულ მავიწყდებოდა.

გუშინ გადავწყვიტე ჩემი მეგობრის ახლობელისთვის ჩამებარებინა სისხლი, რადგან ძალიან სჭირდებოდა და მეც ვფიქრობდი რო შემეძლო მისი დახმარება. დილით ადრე ავდექი გავედი დიდუბეში და იაშვილის კლინიკამდე გავეშურეთ მე და ჩემი მეგობარი.

მივედით, ექრთანი გამესაუბრა და კითხვები დამისვა, მეც ვუპასუხე, ვუთხარი სუფთა ვარ თქო J ბოლოს, ავიწონე 65 კილო გამოვედი, შემდეგ წნევა გამიზომეს და 100 მქონდა. სამწუხაროდ ეს რიცხვი არაა საკმარისიო და უკან გამომაბრუნეს. ძაან მეწყინა კი ვუთხარი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რო სისხლის ჩაბარება შემეძლოსთქო და მითხრა რო 110 ამდე თუ ავიდოდა წნევა იმ შემთხვევაში შემეძლო, ასერომ ხვალ ვიზომავ წნევას.

ამ პოსტს იმიტომ არ ვწერ, რო ჩემი იმედ გაცრუების შესახებ მოგითხროთ ან ვთქვა თუ როგორ მინდა სისხლის ჩაბარება და ბავშვის დახმარება. ბავშვი 10 წლისაა და სასწრაფოდ ესაჭიროება სისხლი, რაც შეიძლება ბევრი, მალე სამკურნალოდ წავა და დიდი შანსია რო გადარჩეს.

მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, ვისაც განაღვლებთ ბავშვის ბედი, გააგებინეთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს თვითონაც თუ გადაწყვეტთ სისხლის ჩაბარებას მომწერეთ. ძალიან დიდ სამსახურს გაუწევთ ამ ბავშვს და მის ოჯახს.

სამწუხაროდ გუშინ 16 ივნისს 2012 წელს 3-4 საათზე 10 წლის ბექა ფიოლია გარდაიცვალა.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: