It's Time To Joke And WOW


ჩემი 13 მცნება

  1. ადამიანი ამ ქვეყნად მოსვლისას თავისუფალია, მხოლოდ შემდეგ ხდება ამ ცხოვრების მონა, როდესაც მასზე ხალხი ახდენს ზეგავლენას.
  2. აკეთეთ ის რაც გინდათ მხოლოდ სხვას არ მიაყენოთ ზიანი.
  3. სხვის მიბაძვას ნუ ეცდებით, ეცადეთ თავად იყოთ მისაბაძი და ნუ აიძულებთ სხვებს, რომ თქვენ მოგბაძონ.
  4. შენი ცხოვრების მიზანი ის არის რომ აკეთო სიკეთე იმით რაც ყელაზე კარგად გამოგდის.
  5. ეცადე თავად მიხვდე რა უნდა აკეთო და ნუ მოიქცევ თავს ისეთ ჩარჩოში რომელიც ისეთმა ადამიანმა შექმნა, რომელიც თვითონაც არ ისურვებდა ამ ჩარჩოში მოქცევას.
  6. არ ვიცი რა არის მართალი და რა არის ტყუილი, ზოგჯერ რეალობაც სიცრუედ იქცევა ხოლმე. ჭეშმარიტება იქ არის სადაც ერთ აზრზე მეტი არ არსებობს ასეთი რამე კი არსად არ არის.
  7. თუ შენს თავს დაიმორჩილებ და იმას აკეთებ რაც შენ გინდა, ჩათვალე, რომ წარმატებული ადამიანი ხარ.
  8. საკუთარი არსებობა ღირებული რომ გახადო სიკეთე უნდა აკეთო  და სიმართლით იცხოვრო.
  9. მხოლოდ სიტყვას ნუ ენდობი, გაითვალისწინე შინაარსი და მისი მთქმელი ამით მინიმუმამდე დაიყვან შეცდომის ალბათობას.
  10. ადამიანის გონება შეუცნობელი რამაა, ხშირად საკუთარი გამოგონილის ახსნა გვიჭირს და ამიტომ არარსებულ საგნებს მივაწერთ ხოლმე. თუ არ შეგიძლიათ ახსნათ ფაქტი ნუ მიაწერთ ამ ფაქტს არარეალურ საგანს.
  11. სხვას თუ გაამტყუვნებ ნუ გაკიცხავ შეიძლება იმ მომენტში ის იყო მართალი და შენც ასე მოქცეულიყავი.
  12. ადამიანმა, რომ ყველაფერი იცოდეს თვითონ უნდა იყოს ყველაფერი. ყველაფერი თუ იცით გამოდის ყველაფერი თქვენ ხართ ეს კი შეუძლებელია.
  13. უმიზეზოდ არაფერი არ ხდება ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი რომ ერთი მეორისგან გამომდინარეობს, ცხოვრება ხომ მოწესრიგებული არეულობაა.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: