It's Time To Joke And WOW


სრულად აგიხსნით ყველაფერს თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ დაარეგისტრიროთ .ge დომეინი. მოცემულია სურათებიც და ტექსტიც.

შევიდეთ nic.net.ge ან registration.ge და ზემოთ ველში შევამოწმოთ დომეინი არსებობს თუ არა. თუ არ არსებობს დაგიწერთ: არც ერთი ჩანაწერი არ მოიძებნა.
თუ არსებობს ეს დომეინი მაშინ დაგიწერთ მის მონაცემებს თუ ვისზეა გაფორმებული:

შემდეგ გავდივართ ონლაინ რეგისტრაციას:

განვიხილოთ ფიზიკური პირებისთვის რეგისტრაცია და შემდეგ იურიდიული პირებითვისაც იგივეა, განსხვავება ისაა, რომ იქ საბანკო ანგარიშები და კომპანიის ინფორმაციაა შესავსები.

1. დომენი [ აქ შეგყავთ დომეინი, რომლის რეგისტრაციაც გსურთ. მაგალითად: domeini.ge ]

დომეინს რომ იღებთ ამავედროს გჭირდებათ ჰოსტინგი სადაც განათავსებთ საიტს ანუ საჭიროა გქონდეთ NS ჩანაწერები გაკეთებული სადმე ჰოსტინგზე. კავკასუსი გთავაზობთ საკუთარ ჰოსტინგს, როგორც ფასიანს ასევე უფასო ჰოსტინგს. უფასო ჰოსტინგი არის მათთვის ვინც თვითონ კავკასუსის კლიენტია. თუ არ ხართ მისი კლიენტი აირჩიეთ ფასიანი ჰოსტინგი

2. კავკასუს ონლაინის NS – ები * [ ფასიანი ან უფასო ]

შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ჰოსტინგი და არა კავკასუსის. ამ შემთხვევაში არ ვავსებთ 2. ველს და ვავსებთ შემდეგს:

3. NS [ ვუთითებთ იმ ჰოსტინგის NS ებს, სადაც გსურთ საიტის განთავსება (ქართული ჰოსტინგების ჩამონათვალი: geohost.geproservice.geserv.geprohosting.gemyhost.gehost.gehosting.geactivecloud.ge )  ირჩევთ თვქენთვის შესაფერის ჰოსტინგს და რეგისტრირდებით შემდეგ ამ ჰოსტინგის NS-ს უთითებთ ამ ველში 3. მაგალითად ns1.hostingi.ge, ns2.hostingi.ge შევსებისას დაგიწერთ არსებობს თუ არა ამ ჰოსტინგის ჩანაწერები, თუ არსებობს ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გააგრძელოთ რეგისტრაცია]

4.  ელ-ფოსტა * [ აქ უთითებთ თქვენს აქტიურ იმეილს. ამ იმეილით შეგეძლებათ შემდეგ დომეინში ცვლილებების შეტანა ]

5. დამატებითი ელ-ფოსტა [ ეს ველი სავალდებულო არაა. შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენი ან საიტის მართვაზე პასუხისმგებლის იმეილი ]

მთავარი ინფორმაცია რაც დაგჭირდებათ ეს არის. შემდეგ უკვე თქვენი სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად. პირადობის ნომრები და მისამართი.

რეგისტრაციის გავლიშ შემდეგ მიდიხართ კავკასუსის ოფისში: მისამართი: ვაჟა–ფშაველას გამზ. 71, 0186, ტელეფონი: 2970037
მიგაქვთ პირადობის ასლი ან თუ იურიდიული პირი ხართ კავკასუსიდან გამოგზავნილ ფორმას აწერთ ხელს და არტყავთ ბეჭედს.

2-3 სამუშაო დღეში დომეინი მზად იქნება.

1 თვის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დომეინი და ნებისმიერ დროს ამ ერთი თვის გასვლამდე გადაიხდით 30 ლარს. (ეს 30 ლარი არის მხოლოდ დომეინის საფასური, მასში არ შედის ჰოსტინგის საფასური თუ რათქმაუნდა უფასო ჰოსტინგი არ გაქვთ აღებული)  გადასახადის გადახდა შეგიძლიათ ამავე ოფისში ან ჩარიცხავთ მათ საბანკო ანგარიშზე და დანიშნულებაში მიუთითებთ თქვენი დომეინის სახელს ***.ge დომეინის გადასახადი.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ დომეინთან ან ჰოსტინგთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში ან პირადად.

გისურვებთ წარმატებებს🙂

Comments on: "როგორ დავარეგისტრიროთ .GE დომეინი" (2)

  1. 30 ლარი ეს ერთჯერადი გადასახდია თუ ყოველწლიური?

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: