It's Time To Joke And WOW


გუშინ ანუ 12 მაისს, წყალდიდობა იყო თბილისში. დიდიხნის განმავლობაში ძლიერად წვიმდა და ზოგიერთ თვილისის ქუჩაში მანქანით ან ფეხით გადაადგილება შეუძლებელი იყო.  როგორც გავიგე 3-4 ადამიანი დაღუპულა.
ეს ამბავი დაიწყო საღამოს და გრძელდებოდა გვიან ღამემდე. ამ დროს მე და ჩემი მეგობრები კუს ტბაზე ვიყავით როკ ფესტივალზე.

თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ოდნავ წამოწვიმა. ბავშვები არ ჩერდებოდნენ და ისევ აგრძელებდნენ ცეკვას, მერე მოუმატა წვიმას. ჩვენ დაღლილები აქეთ ვიყავით გამოსულები და ნაგლეჯ შენობას ვეფარებოდით. მივსკუპდით და კოხტად მოვეწყვეთ. ზოგი შემოგვიერთდა ზოგიც აგრძელებდა ცეკვას, წამყვანს (რომელიც ნერვებს მიშლიდა) მოსწონდა რო წვიმაშიც აგრზელებბდნენ ცეკვას. ცოტახანში უკვე ისეთი წვიმა წამოვიდა შვილი დედას არ აიყვანდა ხელში, (სეტყვაც ცოტახანი გრძელდებოდა) ყველა ჩვენსკენ გამოიქცა რო არ დასველებულიყო. იქ მერე ამბები ხდდებოდა… მოკლედ ძაან გავერთეთ.

ამ დროს კი აზრზე არ ვიყავით სად ვიყავით ანუ დაბლა რა ხდებოდა. წვიმაში გამოვიარეთ 1-2 კილომეტრი ან მეტი , დავიჭირეთ ტაქსი და წავედით სახლებში. გზაში გავიგეთ რო მტკავარი გადმოსულა ავლაბრიკსენ. სახლში რო მივედი fb ზეც გავიგე რახდებოდა და ეხლაც ვიგებ ახალ ახალ ამბებს, მაგრამ ტელევიზორს მაინც არ ცავრთავ არ მევასება ჟურნალისტების სიფატები.

ნუ დღეს რათქმაუნდა მოვასწარი იმის კომენტარის წაკითხვა რაც მეორე მოსვლის წინა პერიოდს შეეხებოდა. ხო როგორც გინდათ ისე იფიქრეთ. ადრეც ხდებოდა ასეთები, უარესებიც მოხდება და ტყუილად ნუ გაიხეთქავთ გულებს, რაც მოხდება მოხდება. გახსოვდეთ, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება.

მოდით ჯერ იმ ამბავს უყურეთ რაც კუსტბაზე ხდებოდა წვიმის დაწყების შემდეგ და მერე ლინკებია მოცემული სადაც ყველა იმ ვიდეოს ნახავთ რაც გუშინდელ წყალდიდობას შეეხება.

ვიდეოები youtube.com -ზე
ვიდეოები myvideo.ge -ზე

Comments on: "წყალდიდობა VS როკ ფესტივალი, თბილისში – 12 მაისი 2012" (2)

  1. მაინც მაგარი დღე იყო =)))

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: