It's Time To Joke And WOW


ბავშვი იბადება, იზრდება და ვითარდება გონებრივად. მის გაზრდაში მშობლებს და მის გარშემო მყოფ ადამიანებს დიდი წვლილი მიუძღვით. ჩვენ შეგვიძლია დავამახინჯოთ ან კარგ გზაზე დავაყენოთ ეს ადამიანი.

რახდება მაშინ, როდესაც ბავშვი იბადება. რელიგია გვეუბნება: რომ ბავშვი ცოდვილია, მანამდე სანამ მოინათლება, მას მშობლების ცოდვები ზურგზე აწევს და ამძიმებს, სანამ არ მონათლიან. 

ჩემი აზრით: ბავშვი, რომ იბადება არის ყველაზე სუფთა ადამიანი, მის ირგვლივ მყოფთა შორის. მარ არაქვს არცერთი ცუდი საქმე ჩადენინი, არავისთვის მიუყენებია შეურაწყოფა, არავინ გაულანძღავს და არავინ დაუზიანებია.

კითხვა: რატომ არის ახალშობილი ადამიანი ცოდვილი?
რატომ ვაბრალებთ მათ, მისი მშობლების ცოდვებს?
რატომ უნდა მოვნათლოთ ბავშვი იმ რელიგიაზე რა რელიგიაზეც მისი მშობლები არიან? —

ბოლო კითხვაზე მინდა ვისაუბრო, და მემგონი სურათზეც შენიშნავდით რა არის გამოსახული. ბავშვი იბადება, ჯერ ვერ ლაპარაკობს, სრულად ვერ გამოთქვავს თავის აზრს, არ შეუძლია მშობლების წინააღმდეგ წაასვლა, ამიტომ სარგებლობენ მშობლები და აკეთებენ ბავშვისთვის იმას რაც თვითონ მოსწონთ და სწორ ქცევად მიაჩნიათ. ყველას გონია, რომ მართალია, ყველაფერი იცის, აბა დაფიქრდნენ იმაზე, რომ თუ ყველაფერი იციან და სწორედ აკეთებენ მაშინ, რატომ არაქვთ მაღალანაზღაურებადი სამსახური, რატომ არ ცხოვრობენ  უდარდელად. რატომ დადიან სხვადასხვა სახის სასწავლებლებში და იზეპირებენ წიგნში დაწერილ ტექსტებს?

რატომ ნათლიან ბავშვს 2,3,4,5,6,7,8,9,10… 14… წლის ასაკში? იმირომ, რომ ამ ასაკის შემდეგ ვეღარ მოაქცევენ თავის სარწმუნოებაზე. ყველას თავისი რწმენა აქვს, ეს რწმენა კი ნელ ნელა მოდის. ზოგს ერთი სწამს, ზოგს კი მეორე. რატომ უნდა დავამახინჯოთ ადამიანის გონება მცდარი ინფორმაციით? იმიტომ, რომ კარგად ვმართოთ, ჩარჩოებში მოვაქციოთ?

ვაცადოთ ბავშვს გაზრდა, აირჩიოს თავიის გზა, ნუ ავუბნებთ გზა-კვალს, აირჩიოს ის რაც მას მოსწონს.

Comments on: "აცადეთ ბავშვებს საკუთარი აზრის განვითარება" (4)

  1. ბავშვის მონათვლა ტრადიციაა, ბავშვი ამითი იძულებული არაა მანდამაინც რელიგიური ცხოვრებით იცხოვროს. ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვრებს. ბავშვი რომ იბადება მან არ იცის რა არის კარგი და ცუდი, იგი სამყაროს მშობლების გავლით შეიცნობს და როცა გახდება დამოუკიდებელი მშობლების შეცდომებს გათვალისწინებით იცხოვრებს🙂

    • კაი ამაზე მიპასუხე, რატოა ტრადიცია? მიზეზი ხო აქვს ამას?

      • ბავშვი შეიძლება ურწმუნო ადამიანმაც მონათლოს მხოლოდ იმის გამო რომ საზოგადოებაში ასეა მიღებული და ყველა მონათლულია. ამის ტრადიციად ჩამოყალიბების მიზეზი თითონ ის სოციუმია სადაც ადამიანი ცხოვრობს.

      • ადამიანი იგონებს ყველაფერს. ადამიანი ქმნის ყველაფერს. ასერომ ადამიანის დაწესებულია ეგ ტრადიციები და ისევ ადამიანები აგრძელებენ. ვთქვათ არ მინდა ქრისტიანად მონათვლა რატომ მნათლიან?

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: