It's Time To Joke And WOW


ფერების ფესტივალი, 2012 24 მაისი, საქართველო, კუს ტბა

24 მაისს კუს ტბაზე ფერების ფესტივალი + ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი. გეპატიჟებით ყველას. ნუ მეც წამოვალ ალბად. ფერების არვიცი მაგრამ როკის ფესტზე თქვენთან ერთად მიგულეთ.

ჩემი არანორმალური ენით, რომ არ დამეწერა პირდაპირ ვაკოპირებ ამ პოსტს ერთერთი ღონისძიებიდან.

“დგება დღე როდესაც ბევრი ჩვენგანის სურვილი რეალობად იქცევა და ეს ყველაფერი სამი “შეშლილი” მეგობრის და კუს ტბის მხარდაჭერით განხორციელდება. გაგიჩნდებათ კითხვა თუ რაზეა საუბარი, საუბარი “ფერების ფესტივალზეა”. ეს ფესტივალი სათავეს იღებს ინდოეთში და მისი ანალოგი სხვა მრავალ ქვეყანაშიც ტარდება, მაგ.: ამერიკში, გერმანიაში და ახლა უკვე საქართვველოში. http://vimeo.com/22641476

ფერადი ფხვნილები სრულიად უსასყიდლოდ დარიგდება (უფასოააა)ადგილზევე.არის საკმარისი რაოდენობით. თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ მობრძანდეთ და იყოთ ფერადები.
24 მაისს არის კუს ტბის ოფიციალური გახსნა, ამასთანავე სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, 24 მაისს კუს ტბაზე, გაიმართება როკისა და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი.https://www.facebook.com/events/295196463898918/declines/
დაუკრავენ ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ბენდები.”

ეხლა მე გეტყვით რახდება: თავიდან ფერებს დაგირიგებენ ან მოგიწევთ სპარტას თამაში რო ეს ფერები მოიპოვოთ. შემდეგ კი დაითვლიან და ერთმანეთი უნდა გატურტყნოთ ამ ფერებით.

სანამ იტურტყლავებთ მანამდე იქნება როკ ფესტივალი, რომელიც იწყება 16:30 საათზე. შემდეგ კი 17:00-18:00 საათისკენ დაიწყება ტურტყლაობა. ბევრი არ იტურტყლაოთ და არ მოიწამლოთ ფრთხილად იყავით.🙂

TSU ART
Jetbird
Radioactive
The Georgians
Svansikh
Zur-Gi
LOUDspeakers
Vanilla cage
Porno Poezia

16:30 -ზე იწყება და არ დააგვიანოთ, 7 ს არ გადააცილოთ :დ (ქართული დროით)

გელოდებით ყველას. რომ მიცნოთ ხელში გატყავებული კატა მეჭირება. (მეგობრებთან ერთად ვიქნები) :დ

………………………… გაგრძელება …………………………..

დღეს 6 ისკენ წავედით მე და ჩემი მეგობრები და შევუერთდით გატყლაპნულ მეგობრებს. არ მინდოდა დასვრა მაგრამ სხვადასხვა ფერებით ატყლარჭნულები რო ჩამეხუტნენ რათქმაუნდა მეც მივისვარ-მოვისვარე.
ერთი რაც შევნიშნე ის იყო რო ყველას ერთი ფერი ესვა. ანუ ერთს წითელი, მეორეს მწვანე, მესამეს ყვითელი და ა.შ (თუ კიდე ქონდათ რამე ფერები) მე არმინდოდა ტყლუპნაობა ამიტომ ჩემი კაშკაშა მაისური ჩავიცვი, რომელიც ბოლოს მაინც გაიტყლუპნა.

როკსაც მოვუსმინეთ ცოტა ლუდიც დალიეთ და ვითომ მოკლეებზე მაგრამ მართლა მოკლეებზე. ყველაზე დიდ საჭირო ოთახების ქსელში მაკდონალდში შევედით ვიბანავეთ, ყელის ანთება დავიმართეთ ანუ ნაყინი ვტყლოპნეთ და სახლისაკენ ჰერი ჰერი.

ჯამში უნდა ითქვას რო კაი დღე იყო. კარგია ამ ბოლოდროს ბევრი ფესტივალი იმართება. მაგრამ ვისაც როკი არ მოსწონს წუ წუ წუ წუ რა ეშველება იმას.  წინ კიდევ ბევრი მუსიკა და კაე კაე ამბები გველოდება და აბა ჩვენ ვიცით😉

როკ ფესტივალის ვიდეოები:

http://youtu.be/SRmlWMkF_ss Porno Poezia – Sex Machine
http://youtu.be/EiaVy1iBnI0 Dubstep

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: