It's Time To Joke And WOW


   

რად მინდა ტელევიზორი როცა  მაქვს კომპი  და ინტერნეტი , დავჯდები , რაც მესიამოვნება ჩავრთავ და ვუყურებ , არადა რამდენჯერ ღამე გამღვიძებია ,  გამიხელია თვალი , მაგრამ  ძალიან  ბნელა  და მიუჩვეველი სიჩუმეა  გამეფებული . უსიამოვნო გრძნობა დამუფლებია  ,რაღაც მაკლია , თუ ?….არა რაღაც არა ვიღაცა  , აბა როგორ შეიძლება  რაღაცა უწოდო ძველ სანდო ოჯახის წევრ ტელევიზორს , რომლის ხმაურიც იავნანასავით  ჩაგვესმის ძილის წინ თვალებ დახუჭულს ლოგინში .არც უყურებ  და არც უსმენ , არც გაინტერესებს რას აჩვენებენ , რაზე საუბრობენ , მთავარია ჩართული იყოს . ხმაურობდეს, რომ  შენს ირგვლივ არსებული სიცარიელე შეავსოს და თავი მარტო არ გაგრძნობინოს  ,რატომ ვარ მარტო ? არადა კარგად მახსოვს კომპი ჩართული  დავტოვე , რაღაც ფილმს ვუყურებდი  , რა მოხდა ?რატომ გამოირთო? არა არ გამორთულა ,უბრალოდ დაიძინა , მეცინება… ყოფილა შემთხვევები , რომ ჩემზე ადრე ამოუშვია მშვიდი ფშვინვა ……. ამჯერად მწარედ გამეცინა და მაშინათვე  ტელევიზორი გამახსენდა , იმას ეგეთი ღალატი არ ჩვევია .ჩართე და  მუშაობს , თუ გამორთე გაგებუტება და ხმას აღარ გაგცემს მანამ ,სანამ არ ჩართავ…..უხალისოდ ავდექი და მაუსი გავანძრიე  , დაძინებული კომპი გავაღვიძე ,დაამთქნარა და ჩაირთო , აშკარად უკმაყოფილოა ,ჩავრთე გუგლე და ინსტიქტურად  tv  ჩავწერე , პირველი  რაც ამოაგდო  tvideo.ge იყო .ჩავრთე და ძველებური ნაცნობი ხმაური შემომესმა , ბავშვივით მიხაროდა ,  ვიცოდი რომ უკვე მშვიდად დავიძინებდი . სახლში მარტო აღარ ვიყავი  …….

     გავახილე თვალი , მაგრამ  სასიამოვნო ხმაურია ,ოჯახის წევრი ძველებურად ხმაურობს ჩემს ოთახში , ის ისევ ჩემთანაა და ვიცი, რომ მშვიდად შემიძლია გავაგრძელო ძილი ,რადგან ახლა უკვე ტელევიზორი კომპშიც მაქვს.

მადლობა TVideo.ge -ს

ავტორი: Anonymous

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: