It's Time To Joke And WOW


როგორც იცით 2-3 ივნისს იყო ფესტივალი : Tbilisi Open Air სადაც მონაწილეობდნენ ქართული და უცხოური ჯგუდები.
ერთი-ერთი ყველასთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი იყო DDT.

ჩემი მეგობარი ვისთანაც ერთად უნდა წავსულიყავი ცუდათ იყო და ვინახულე, მოგვიანებით წავედი და REMA-ს ვეღარ მივუსწარი. გამოვიდა Transmitter და ამის შემდეგ ის ადამიანი და ის ჯგუფი ვისთვისაც წავედი ამ ფესტივალზე. DUB FX
მისი სიმღერები არც თუ ისე დიდიხანია რაც ვიცი მაგრამ ძალიან მომწონს და მსიამოვნებს მისი მოსმენა, აღფრთოვანებული ვარ მისით.  აპარატები გაამზადა და მეც მოვემზადე რო უნდა ვისიამოვნო. დაიწყო სიმღერა და ავყევი. ბევრმა არ იცის მის შესახებ, არ მოსწონთ და უკმაყოფილებას გამოხატავენ. ყვირიან და უშტვენენ. ბევრი სიტყვიერ შეურაწყოფას აყენებდა იძახდა რო ფონოგრამაზე მღერის. განვანათლე ზოგიერთები და გავაგრძელე მოსმენა/სიამოვნება. ბოლოს ყველა ერთხმად აყვირდა DDT, DDT … უშტვენდნენ და ყვიროდნენ . მოითხოვდნენ, რომ დდტ გამოსულიყო. ვინც იქ არ ყოფილხართ ალბად ვერ აგიხსნით რაც იქ მოხდა მაგრამ ერთი სიტყვით ქართველებმა თავისი ყველაზე ცუდი მხარე გამოაჩინეს, რომელიც მანამდე ჩრდილში იყო. პატარა Rock N Roll შეუბერეს და გამოვფხიზლდი. მივიხედ მოვიხედე და გაკვირვებული დავრჩი, ტერიტორია მთლიანად გადაჭედილი იყო ხალხი, ძალიან ბევრი ტერიტორიის გარეთაც იყო და იქიდან უსმენდა სიმღერებს. ხალხი აყვა და ყველა მათთან ერთად მღეროდა. გამიხარდა პირველად მოხდა საქართველოში, რო ამდენი ადამიანი მოვიდა და სიმღერებს ჯგუფთან ერთად მღეროდა.

ჩემი აზრით ეს 3 ივნისის ფესტივალი ყველაზე გრანდიოზული რამე იყო.

4 ივნისს ცუდ ხასიათზე ვიყავი წინა დღის გამო, რო კარგად ვერ მოვისმინე DUB FX  -ს ისიც კი ვიფიქრე რო დღეს სადმე ქუჩაში რო დაეკრა ამ კაცს კარგი იქნებოდა თქო და ასეც რო მომხდარიყო და მე ვერ გავიგო ძაან მეწყინებოდა.

დღეს 5 ივნისს კი ღამის 3 საათისკენ ვიგებ, რომ DUB FX 6 საათზე ” პიონერთა სასახლეშთან”  შ. რუსთაველის გამზ. N6-ში
ქუჩის წარმოდგენას გამართავს  და ვერ დავწერ, როგორ გამიხარდა.  რათქმაუნდა დავეთხოვები სამსახურიდან და გამოვალ ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ.
ვისაც მოგწონთ  Dram and Bass, Reggae, Hip-Hop და Beatbox წამოდით არ ინანებთ, ყველაფერს ეს კაცი მოგცემთ.
გელოდებით😉 ამ პოსტს გაგრძელება ექნება ალბათ🙂


Event On Facebook

DUB FX – Love me or not
დანარჩენი სიმღერები
მისი ყველა სიმღერა და წარმოდგენები

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: