It's Time To Joke And WOW


ალბად გსმენიათ, ან სულ არ გაინტერესებთ ასეთი ამბები, მაგრამ თუ აქ ხარ და ჩემს ბლოგ სტატიას კითხულობ ესეიგი ინტერნეტი შენთვის უცხო არ უნდა იყოს და სულ მცირე ერთი დევისი მაინც გექნება რაც Wi-Fi -ზე მუშაობს.

თბილისის მერია აპირებს, რომ მთლიანი თბილისი დაფარონ უფასო ინტერნეტის ქსელით (Wi-Fi) , ჩემი აზრით ეს ცუდი აზრი ნამდვილად არ არის. როგორც ვიცით ეს კეთდება იმისათვის, რომ თბილისში ჩამოსულმა ტურისტებმა გამოიყენონ უფასო ინტერნეტი და გაიადვილონ თბილისში მოძრაობა, რათქმაუნდა ეს იმისთვისაც კეთდება, რომ ქალქში გაადვილდეს კომუნიკაცია და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას შეძლო ზოგჯერ ისეთი გადაუდებელი საქმის მოგვარება, რომლისთვისაც მანამდე ოფისში ან სახლში წასვლა მოგიწევდა.
რათქმაუნდა ამ ფუფუნებას მეც გამოვიყენებ და უკვე ვიყენებ თბილისის, რამოდენიმე დიდ ქუჩაზე. უფასო ინტერნეტის მიღება შეგიძლიათ მარჯანიშვილი/აღმაშენებელი, თავისუფლება, რუსთაველი ბოდიშს გიხდით არასრული ჩამონათვალისთვის, ეს მხოლოდ ის ჩამონათვალია რითიც მე მისარგებლია. Wi-Fi -ს სახელია “Tbilisi Loves You”.

უსადენო ინტერნეტის მიღება არამხოლოდ ქუჩებში არამედ, მანქანაში, ავტობუსში და ბოლოს უკვე მეტროშიც შეგვეძლება.

მობილურ ტელეფონზე არ მაქვს Wi-Fi მაგრამ მაქვს Android ის ფლეიერი, რომელსაც ისე ვიყენებ რო ტელეფონი არც მაინტერესებს, თუმცა ახლა უკვე არ მომიწევს ხეტიალი აქეთ-იქით როცა ინტერნეტი დამჭირდება. 24/24 ჩემს გვერდით იქნება და სულ არ მინდა ტელეფონი. შედი Facebook, Twitter, Google+, Gmail, Hotmail, Yahoo, Skype და უფასოდ დაუკავშირდით მეგობრებს, საქმიან თანამშრომლებს. მე მაგალითად იმეილს უფრო სწრაფად ვცემ პასუხს ვიდრე SMS.

მე ძალიან მიხარია, რომ ასეთ პროექტს ანხორციელებს თბილისის მერია, ხშირად გამოვიყენებ ამ სერვისსმ, მაგრამ შეიძლება ამან ბევრი დააზიანოს. ალბად ჟურნალისტები დაიწყებენ ინტერნეტ პროვაიდერებთან სიარუსლ და ინტერვიუს აღებას, შემდეგ თემაზე “როგორ ზიანს მიაყენებს თბილისის მერიის ახალი პროექტი ინტერნეტ პროვაიდერებს”.

2012 წლის ბოლომდე უფასო ინტერნეტი მთლიანად იქნება თბილისში და იმედია გარე უბნებშიც არ დაინანებენ ინტერნეტს🙂

თბილისის მერია ასევე გვთავაზობს აპლიკაციას სმარტფონებისათვის “თბილისის მობილური აპლიკაცია – Tbilisi. Loves you”, რომელსაც ხვალ დავტესტავ.

მისი გადმოწერა შეგიძლიათ Android ის და Apple ონლაინ მაღაზიებიდან.
თბილისის მობილური აპლიკაცია – “Tbilisi. Loves you” – ქალაქის გზამკვლევი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, საზკვებისა და განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციით (ტექსტი, სურათები და GPS მონაცემები), განკუთვნილია iOS და Android სისტემის მქონე ტელეფონების მფლობელებისათვის. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია შემოთავაზებული ნუსხიდან ადვილად მოძებნოს მისთვის საინტერესო ობიექტი და მიიღოს ინფორმაცია საკონტაქტო მონაცემების შესახებ, იხილოს მისი ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე, მარშრუტი აღნიშნულ ობიექტამდე, შეაფასოს ობიექტი, მიანიჭოს რეიტინგი, ასევე ნახოს სხვა მომხმარებლის შეფასებები. შესაძლებელია სასურველი ობიექტის მონიშვნა და გაზიარება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

Android

IOS

Comments on: "თბილისი ინტერნეტ ქალაქი WiFi" (2)

  1. […] მერიის სერვისის’ გამოყენებით ანუ Tbilisi Loves You უფასო Wi-fi -თ, დავდგები გაჩერებაზე და […]

  2. Hiya! I just wish to give an enormous thumbs up for the great info you will have here on this post.
    I will likely be coming again to your blog for more soon.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: