It's Time To Joke And WOW


ნებისმიერ ადამიანს, მეც და ალბად თქვენც გიფიქრიათ თვითმკვლელობა, ეს უფრაო ადრეულ პერიოდში გარდატეხის ასაკში ხდება. ზოგს სიყვარულში არ უმართლებს, ზოგს ცუდი ოჯახური მდგომარეობა აქვს, ზოგს თავი ულამაზოდ მიაჩნია და ზოგიც თავს დამცირებულად გრძნობს.
ადამიანს შეუძლია ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს თავისი არასწორი ფიქრებით და ასევე სხვისთვისაც შეუძლია ზიანის მიყენება.

ზოგიერთი ადამიანი ძალიან სუსტია და ერთი არასწორი სიტყვის გამო შეიძლება არასწორედ მოიქცეს, ავნოს საკუთარ თავს და მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

ხშირად ვუშვებთ შეცდომებს, ხშირად ვაკეთებთ ისეთ რამეს რასაც შემდეგ ვნანობთ და ამაზე ვსწავლობთ.  არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი შეცდომის გამოსწორება და თუ მივხვდებით, რომ შეცდომა დავუშვით უნდა ვაღიაროთ და ვეცადოთ მის გამოსწორებას არათუ საკუთარ თავს დაუმალოთ რადგან ზედმეტათ არ ინერვიულოთ ამაზე, ეს შეცდომა არსად ქრება და დანაშაულად იქცევა.

ბევრ ადამიანს სჭირდება რელიგია, იმისათვის, რომ დაინახოს თავისი შეცდომები და შემდეგ მოინანიოს, მოინანიოს და არა სხვამ მიუტევოს. ადამიანს საკუთარმა თავმა უნდა აპატიოს და არა ღმერთის სახელით მოლაპარაკე ადამიანებმა. ღმერთი ყველგანაა, ღმერთი ყველაფერია და თქვენ მასთან ერთად არსებობთ.

ვისაც ოდესმე გიფიქრიათ სუიციდზე და ახლა ისევ ცოცხლები ხართ, თქვენს თავს კითხეთ აბა მაშინ სწორი იქნებოდა თუ არა საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა. ეს ფაქტი ყველაზე დიდ დანაშაულად ითვლება ჩვენს სარწმუნოებაში.
ისე რატომაა ასე? შენ მოკვდები აღარ მოგიტევებენ მაგრამ ვიღაც გიჟი ხელყოფს რამოდენიმე ადამიანის სიცოცხლეს და შემდეგ თავისუფლად დაეხეტება აქეთ-იქით. მივა მღვდელთან და მიუტევებს ღმერთის სახეით. ასეც არ უნდა ხდებოდაეს.
საერთოდ ჩვენ ადამიანი ბევრ რამეს ვფიქრობთ არასწორედ. ისიც შეიძლება არასწორი იყოს რასაც ეხლა მე ვწერ, მაგრამ ხომ შეიძლება არ ვცდებოდე და სიმართლე იყოს. როდესაც მეკითხებიან დარწმუნებული ხარ თუ არა ამაშიო, მე ზუსტად ვერ ვპასუხობ იმიტომ, რომ დარწმუნებული არაფერში არ ვარ. გავაკეთებ ველაფერს მაგრამ დარწმუნებით მაინ ვერ ვიტყვი რო იმას გავაკეთებ რასაც მკითხავენ.
ჭეშმარიტება არ არსებობს, ყველაფერი ყველაფერს ეწინააღმდეგება და უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.

მეგობრის გარეშე ადამიანი არაფერია, თუ მას მინიმუმ ერთი მეგობარი მაინც არ ყავს ჩემი აზრით ის ადამიანი კიარ ცხოვრობს არამედ არსებობს. მეგობარი საჭიროა ჭირშიც და ლხინშიც. თუნდაც ლხინი აიღე, გინდა გართობა და გინდა რო მოილხინო მიდიხარ მარტო, შეეტენები სადმე და რა დარჩები თვითკმაყოფილი არსება? მეგობართან ერთად რო წახვალ და გაერთობი სულ სხვაა. მეგობარი მეტ სტიმულს გაძლევს და გაძლიერებს. მისი ერთი სიტყვა შენთვის მთლიანი წიგნი უნდა იყოს. მე მიხარია რომ რამოდენიმე მეგობარი მყავს. ვგულისხმობ ნამდვილ მეგობარს, რომელიც ჩემთვის ძმასავითაა, ძმა კი ჩემს თავზე მეტად მიყვარს. ვაფასებ მეგობრებს და ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო. სიძნელე გადავალახინო და მხარში ამოვუდგგე გაჭირვების დროს.

შეიძლება ძალიან განერვიულებული იყო და თვითმკვლელობაც გინდოდეს მაგრამ მეგობარმა ერთი-ორი სიტყვა გითხრას და დაგაწყნარს. შეიძლება თქვენი მეგობარი არ იმჩნევდეს მაგრამ თქვენ თუ რამეს შეამჩნევთ, რომ ცუდათაა ან რამე, დროულად მიაქციეთ ყურადღება, მიხედეთ და მხარში ამოუდექით, ნუ დააშვებინებთ გამოუსწორებელ შეცდომას.

ამ სტატიის დაწერა დღეს ერთმა ახალმა ვიდეო კლიპმა გადამაწყვეტინა, რომელსაც შესანიშნავი ტექსტი და კლიპი აქვს, ბოლოს კი ჩემზე ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ამ სიტყვებმა “One friend can save a life” ქვემოთ კი ეს ვებ გვერდია მითითებული, რომელიც ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდათ არიან და სუიციდზე ფიქრობენ. suicidepreventionlifeline.org



კარგად დააკვირდით წარწერებს პირის მოძრაობას. რას ამბობს გოგო, როდესაც მეგობარი მივა და გადაარჩენს. მე მაგალითად ამოვიკითხე ეს სიტყვები “Thank You”
ამ ვიდეოკლიპში კიდევ არის ბევრი ყურადღება მისაქცევი ფაქტი.

About these ads

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,940 other followers

%d bloggers like this: