It's Time To Joke And WOW


დღეს უცბად მომაფიქრდა ასეთი რამ. ყველასთვის მეთქვა ის რასაც მათ მიმართ ვგრძნობდი. ანუ მეთქვა იმათთვის რო მიყვარს ვინც მართლა მიყვარს. შეყვარებული არ იგულისხმება რადგან არ მყავს და შესაბამისად ამ მხრივ არავინ მიყვარს, თუმცა როცა მყავდა ნამდვილად მიყვარდა.
ჩემი აზრით სანამ ცოცხლები ვართ ჩენი პატივისცემა და სიყვარული უნდა გამოვხატოთ მათ მიმართ ვის მიმართაც განვიცდით ამ გრძნობას. სიყვარული სიტყვებით არ გამოიხატება, ამას ვერ გადმოსცემ სიტყვებით მაგრამ არაფერი დაშავდება თუ გულწრფელად ეტყვი რო გიყვარს ადამიანი.
ოჯახის წევრებისთვის არასდროს მითქვამს რო მიყვარს ყველა. ყველანი ძალიან მიყვარხართ. და თქვენი თავი ჩემს თავზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
მერე რო გვიან არ იყოს ყველას გამოვუტყდები სიყვარულში. ამ წერილით და პირდაპირაც. ეს წერილი დარჩება დასტურად სიტყვები კი გაქრება.

მიყვარხართ: დედა (თამრიკო), მამა (ვასიკო), ძმა (გიორგი), და (აბა), დედაჩემის მშობლები, მიყვარს დედაჩემის მამა (გოგია), (რომელიც ცოცხალი აღარაა. ცოცხალი რომ იყო მაშინ ყველაფერს ვერ ვხვდებოდი მაგრამ ახლა ვაანალიზებ მის საქციელს და ჩემთვის პირველი მისაბაძი ადამიანია შემდეგ კი ჩემი ძმა.) მამაჩემის მშობლები, ბიძები (შაკვამ,მერაბი), ბიძაშვილები: ნანა (შვილი:თეკლა), ზვიადი (შვილი:შაკო), გიორგი, ნინო, თამუნა. მეგობრები: თორნიკე, შაკო, გიგა, გოგა, გიორგი, თემო, ილია, გვანცა, ნინო. თამუნა, ნატო, პავლე, გრიგოლი, სანდრო. (კიდევ ჩავამატებ სხვებს და პრესპექტივაც არის ახლების ჩამატების)

სანამ ცოცხალი ვარ და აზროვნება შემიძლია მინდა რო ყველას ვუთხრა ის რასაც მათ მიმართ ვგრძნობ. მინდა რო ყველამ იცოდეს რო ვაფასებ და პატივს ვცემ.

დღეს მეტროში შემოვიდა ერთი ღარიბულად ჩაცმული ადამიანი და როდესაც შევხედე ჩემს სამოს და მის სამოს მომინდა რო დამეხია ყველაფერი და მეც მასსავით ვყოფილიყავი, მასსავით ან მასზე ცუდათ. მინდა რო ყველა ბედნიერი იყოს. ყველას უხაროდეს ცხოვრება. რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ სხვის დასახმარებლად მაგრამ შეიძლება ჩემს თავს ვერ დავეხმარო. ყველას სჭირდება საყრდენი, რომელსაც დაეყრდნობა. ყველას გვჭირდება სიყვარული. მე ყველა მიყვარს. არა მხოლოდ ადამიანი, ცხოველები და ბუნება.

მიყვარხართ!

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: