It's Time To Joke And WOW


“ფრიდომ რა…” ლოგო

  • ლოზუნგი

ნუ იდარდებთ ნურაფერზე უბრალოდ ვთქვათ: ფრიდომ რა…

  • მოკლედ ჩვენს შესახებ

დამფუძნებელი: KAKHA13
დაარსების წელი: 2012, 13 სექტემბერი
წევრები:KAKHA13Tornike, Natali, DaftuniaPockysixx, Dato,

ჩვენ ვართ თავისუფალი ადამიანები (ჯერჯერობით ერთი ვარ :დ ) , ვისაც გვსურთ თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, მოგვყევით ჩვენ. ჩვენ გაგვაერთიანა ერთმა თავმა და ვიბრძვით რა. თუ თვალს გადაავლებთ ქვემოთ მოცემულ პუნქტებს მიხვდებით ყველაფერს. ალბად ეხლაც ხვდებით.😉

  • მიზნები და სამიზნეები

ჩვენი მიზანია საქართველოში ყველა ადამიანი იყოს თავისუფალი და ყველა კომუნალური გადასახადი გაუქმდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის და მიეწეროს ტურისტებს, ან სხვა გავლით ჩამოსულ უცხოელებს.

იმის ნაცვლად, რომ ქართველები ვამუშავოთ, ჩამოვიყვანთ მუშებს აფრიკიდან და იმ თანხას რაც ქართველებისთვის უნდა მიგვეცა გავყოფთ ორად , ერთ ნაწილს მივცემთ აფრიკელებს და მეორე ნაწილს ქართველებს. ასე ქართული მუშათა კლასი იქნება თავისუფალი, ამ თანხით იყიდიან სასმელს სიგარეტს და ააყვავებენ ქართულ ეკონომიკას. ამ აფრიკელ მუშებსაც ხელიდან არ გავუშვებთ და ვაცხოვრებთ მათთვის აშენებულ ალხალ უბანში “აფრიკასითი-ში”.

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტში უმრავლესობით მოვხვდებით და ამ პარტიაში არავინ არ იქნება გაწევრიანებული ყველა იმ ადგილს რაც ჩვენ გვეკუთვნის დავიკავებ მე და თუ საკმარისი ფართი იქნება გავხსნი სწრაფი კვების დაწესებულებას ჩვენი პარტიის სარგებელისათვის, დავასაქმებთ ერთ მზარეულს და ერთ მიმტანს. რა რაოდენობის ადგილიც გვექნება და ხმის მიცემის უფლება ყველას მე გამოვიყენებ და მივცემთ ხმას ვისაც გვინდა. თუ თქვენც შემომიერთდებით გექნებათ ხმის მიცემის უფლება და მაააღალი ხელფსი კალოჩე.

სხდომის შემდეგ ვივლით ივენთებზე და არ გამოვტოვებთ არცერთ სახალხო აქციას. არ ჩავერევით პოლიტიკაში იმიტომ, რომ მაგარი არ მიყვარს პოლიტიკა და თქვენც არ გექნებათ სურვილი მასზე საუბრის. მოიცათ რა რადროს პოლიტიკაა გავერთოთ, ვიგულაოთ :დ

სტუდენტები არ გადაიხდიან სწავლის საფასურს იმ შემთხვევაში თუ საბუთებს შეიტანენ “სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტში“.

  • დაპირებები
  1. გაუქმებული კომუნალური გადასახადები.
  2. უფასო სწავლება “სულხან კვერნაძის სახელობის უნივერსიტეტში“.
  3. მუშაობს აფრიკელი მუშა და ანაზღაურების მეორედს იღებს ქართველი მუშა.
  4. მართვის მოწმობას აიღებს ყველა, ვისაც ექნება მანქანა. ვისაც არ ექნება რაში სჭირდება გინდ აუღია გინდ არა. ნუ თუ მინდობილობით ექნება გაფორმებული მანქანა იმ შემთხვევაშიც შეეძლება მართვის მოწმობის აღება.
  5. სამარშუტო ტაქსებზე, ავტობუსებზე და მეტროზე გადასახადი დარჩება იგივე, სამაგიეროდ ტაქსი იქნება უფასო.
  6. ფიჭური კავშირის გადასახადი იქნება უფასო იქამდე სანამ არ მობეზრდებათ საუბარი.
  7. ინტერნეტი უფასოდ ექნება ყველას და ყველა ოჯახში უფასოდ დარიგდება თითო კომპიუტერი. i7 პროცესორი და ალბად ხვდებით დანარჩენ მონაცემებს😉
  8. საქართველოში ფულის ჭრაზე არ იქნება ლიმიტი და ნებისმიერ ადამიანს უფლება ექნება განვადებით შეიძინოს ფულის საჭრელი აპარატი. ჭრას და კეროს ფულები ულიმიტოდ, ასე ჩვენც გავმდიდრდებით და ყველა მდიდარი იქნება. საქრთველოდან არავინ წავა და ყველა ემიგრანტი უკან ჩამოვა.
  9. ქუჩაში ნაგავის გადაყრა იქნება დასჯადი და თანხა გამოანგარიშდება დაგდებული ნივთის წონით და მოცულობით.
  10. ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის სმარტფონებს, ანდროიდის სისტემაზე და იქნება ყველასთვის უფასო. იხმარენ მანამდე სანამ არ მოსწყინდებათ და თუ 3 წლის განმავლობაში გაუფუჭდებათ გადაიხდიან 100 ლარს.
  11. საქართველოს კონსტიტუცია გადაიხდედება და რაც ხალხს არ მოეწონება შეიცვლება იმით რაც მათ მოეწონებათ.
  12. ქართული ენიდან ამოვიღებთ უცხო სიტყვებს და ვისაუბრებთ სუფთა ქართულით.
  13. ყველა ჭკვიან ადამიანს მოვიწვევთ საქართველოში და ჩერჩეტებს, აფერისტებს გავუშვებთ საზღვარგაერეთ.
  • ბოლოს სიტყვა

მდიდარს არ ვართმევთ და ღარიბს არ ვაძლევთ იმიტომ, რომ ყველა მდიდარი იქნება.

მეტი რაღა სარგებელი უნდა ხალხს ამდენი რაღაც აქვთ.

ზოოპარკში კი პინგვინები და ბეღურები ერთად ძოვენ ბალახს.

 პრეზიდენტის ხელმოწერა: კ. გიორგაშვილი

კანდიდატები:

Comments on: "ახალი პოლიტიკური პარტიის “ფრიდომ რა…” საარჩევნო გეგმა" (7)

  1. საღოლ კახა კარგია :)) მომეწონა:დ მარა ის არ მომეწონა რომ პოლიტიკაში წახვედი:დ:

  2. რაიიი სით წახვედი ზესტაფონშიიიიი:დ:დ

  3. sagool imenna magaria🙂

  4. დასაქმების მინისტრი ხო გავხდები?

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: