It's Time To Joke And WOW


18 სექტემბერს გავრცელდა ვიდეო მასალა სადაც აღბეჭდილია თუ როგორ სცემენ და აწამებენ პატიმრებს ციხეში. ეს ვიდეო მეცხრე არხის საშუალებით გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოყვა, აქცია მოეწყო ფილარმონიის წინ სადაც პრეზიდენტი იყო მისული. მე სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი იქ სანამ ხალხი შეიკრიბებოდა, ძალიან ბევრი დაცვა იდგა და გამიკვირდა, ვიფიქრე ალბად ბატონი პრეზიდენტი იქნება ფილარმონიაში თქო. ჩავედი ბილიარდის სათამაშოდ, მე და ჩემმა მეგობარმა ცოტახანი ვითამაშეთ და რო ამოვედით უკვე ხალხი იყო შეკრებილი და ისე ლაპარაკობდნენ ვერაფერი ვერ გავიგე. მეტროში ორი კაცი საუბრობდა ციხეზე და პატიმრებზე. სახლში რო მოვედი ცოტახანში ფბ-ზეც შევედი როგორც ყველა ჩვეულებრივი ადამიანი და ჩემმა მეგობარმა ფბ-ზე მომწერა. ისეთ რაღაცეებს მეუბნებოდა ვერაფერს ვხვდებოდი ბოლოს ვეჩხუბე მეტყვი თუ არა რახდებათქო და აი ვნახე ვიდეო.
ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ჩემს ტვინში სისხლის მიწოდება შეწყდა.

მალევე გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება: ვიდეო

ახლა ხალხი გამოსულია დედაქალაქშიც და სხვა დიდ ქალაქებშიც. აქციებს აწყობენ და შიმშილობენ… ამას ჩემი აზრით დიდი გაგრძელება მყვება და კარგად არ დასრულდება. მე უბრალოდ პროტესტს გამოვთქვავ და არ ვერევი პოლიტიკაში, არ მინდა ჩემს გვერდით იდგეს, რომელიმე პოლიტიკური პარტიის წამომადგენელი, რომელსაც ეს სიტუაცია აწყობს, მისგან სარგებელს ელის და შეიძლება ეს ხალხი სულაც არ ედარდებოდეს.

შეიქმნა Facebook გვერდი არა ძალადობა. შეგიძლიათ შეხვიდეთ და გაეცნოთ ინფორმაციას.

განახლება:

დღეს უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. სტუდენტები და ჩემნაირი არა სტუდენტები. გამოვხატეთ ჩვენი აზრი. ბევრმა გაიგო ჩვენი ხმა და ვინც ვერ გაიგო იქაც მივალთ. მშვიდობიანი აქცია მშვიდად დასრულდა და აქციის დროს შეგროვილი ცოცხები დაწვეს.

მიკვირდა რო მძღოლები აგრესიულები არ იყვნენ ჩვენს მიმართ, ჩვენ ხომ ბევრ ადგილას შევაფერხეთ მოძრაობა. პირიქით მხარსაც გვიჭერდნენ. სხვები კი ტაშით და კეთილი სურვილებით გვაცილებდა, ზოგიც ცოცხს გვაწვდიდა შენობებიდან, ზოგიც ვესალმებოდა. მე დღეს ადამიანების ერთობა დავინახე და არა ბრბო! მეშინოდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს არ ესარგებლათ ამ აქციით და კიდევ კარგი არაფერი არ მომხდარა. ყველაფერი მშვიდად და ცივილიზირებულად ჩატარდა.

ჩემი აზრი ასეთია: ასეთი ფაქტები ადრეც ხდებოდა აგრამ არავინ არ აჩვენებდა ასე საჯაროდ ხალხს. ახლა დასჭირდათ და აჩვენეს კიდეც. გამოიძიონ და დასაჯონ ყველა  დამნაშავე. ისინი არ არიან ღირსები ჩვენს შორის არსებობდნენ და კაცები ერქვათ.
19 სექტემბერი 2012 წელი: საპროტესტო აქცია, ფოტოები და ვიდეოები:

This slideshow requires JavaScript.

Comments on: "არა ძალადობა! 1.1" (2)

  1. sashineleba xdeba qveyanashi. da ra moxdeba kacma ar icis. ra imedi unda qondes axal taobas.

    • ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება.
      მხოლოდ ლოცვა კი არ გვიშველის. უნდა ვიმოძრაოთ , საქმე ვაკეთოთ.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: