It's Time To Joke And WOW


საჯაროდ ვწერ ჩემს იდეას. მოვიფიქრე ასეთი რამ გაკეთდეს საიტი, რისი სახელიც იქნება გახსოვდეს ვისი გორისა ხარ, სადაც იქნება ინფორმაცია იმ გამოჩენილ თუ არა ცნობილ ადამიანებზე ვინც გარდაიცვალა. აწ უკვე გარდაცვლილ ადამიანებზე ინფორმაციას ვავსებთ ჩვენ ვდებთ ბაზაში. ყველა გარდაცვლილს ენჭება საკუთარი ID ნომერი და მისი ამოცნობა ხდება ამ ნომრით. ეს ID ები კი განთავსებული იქნება გარდაცვლილის საფლავზე. პირდაპირ ID ან QR კოდით. რისი წაკითხვაც შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონის. მას შემდეგ რაც ეს ID გადაეცემა მობილურ აპარატს ან სხვა თანამედროვე მოყობილობას, იგი გადაგვამისამართებს საიტზე სადაც ინფორმაცია იქნება ამ ადამიანის შესახებ. ამისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, უნდა ვეცადოთ, რომ საფლავებზე იყოს უფასო Wi-Fi. ალბად არ დაგეჯერებათ მაგრამ ასეთი დაწესებულება სადაც უფასო ინტერნეტია არსებობს და მას ქვია Oak Grove Cemetery.
ასეთი საიტის შექმნის იდეა პირველად მე არ გამჩენია და ასეთი საიტი უკვე არსებობს ოღონდ არა საქართველოში და არა ყველგან.
თუ დაფიქრდებით ალბად მიხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საიტის არსებობა თქვენთვის, თქვენი ოჯახის წერებისთვის. თქვენი მომავალი შვილიშვილების, შვილთაშვილების და ა.შ.
ადამიანს რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და სურს რაიმე წერილი დაუტოვოს მის შთამომავალს, და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილზე შეძლონ მისი წერილის, ბიოგრაფიის და სხვა ინფორმაციის გაცნობა. ადამიანს რომელც ჯერჯერობით ცოცხალია და სურს ამის გაკეთება შეუძლია როგორც ტექსტურად ასევე აუდიო ან ვიდეო მასალა გაამზადოს და დადოს საიტზე. შემდეგ კი მისი ნებართვით და მოთხოვნით განთავსდებვა QR კოდი ანუ ამ პიროვნების საიდენტიფიკაციო ნომერი მის საფლავზე.

მე მაგალითად სიამოვნებით დავწერდი წერილს და ასევე გავაკეთებდი ვიდეო მიმართვას ჩემი შთამომავლებისთვის და ახლობლებისთვის. რათა სიკვდილის შემდეგაც მნახონ, გაიგონ ყველაფერი ჩემს შესახებ.

ვინმეს თუ დაგაინტერესათ ამ იდეამ , გამოთქვით თქვენი აზრი, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში.
მე შემიძლია ამ საიტის გაკეთება, ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ, გავაადვილოთ, გავავრცელოთ სწორი და საჭირო ინფორმაცია.

Comments on: "პროექტი “გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!”" (1)

  1. ნამდვილად საინტერესო იდეაა..)დდ

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: