It's Time To Joke And WOW


ერთ დღეს ვიყავი ცოტა უხასიათოდ და გადავწყვიტე ჩეთში სმაილები აღარ დამეწერა. უხასიათოდ კი ვიყავი მაგრამ მერე გამიარა და მოვედი სიცილის ხასიათზე, გადავწყვიტე ასე სმაილების გარეშე გამეგრძელებინა მიწერ-მოწერა. მეგობარი კინაღამ მეჩხუბა რა იყო რა უხასიათოდ ხარ თუ დასერიოზულდიო. დანარჩენსაც ისე ველაპარაკებოდი სმაილების გარეშე და შინაარსის გამოტანა მეც კი მიჭირდა იმ მიწერილიდან რასაც მე ვთხზავდი სმაილების გარეშე. არადა რამდენჯერ გულიანად გამიცინია და😀 -ს გარეშე მიმიწერია მაგარიათქო მაგრამ აბა დაუკვირდით რეალობაში როგორი იქნებოდა, რამე ხუმრობა რო გეთქვათ და თქვენს მსმენელს გაშეშებულ/მიხატული სახით ეთქვა ვა მაგარიაო. არ დაგეჭმუჭნებოდათ სახე ორი თვის გააუთუებელი შარვალივით. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო. უსმაილო დღემ ბოლომდე ვერ გასტანა და ბოლოს იმდენი სმაილები ვწერე ვიღაცას ეგონებოდა ამან სასაცილო ხოარ მოწია რამეო.

სმაილებს რაც შეეხება მინდა ერთი რამე ვთქვა, მაინც ამ თემაზრა საუბარი და …
ზოგს რატო არ მოსწონს ასეთი სმაილი: 😀
რატომ იყენებენ :)))))))) ამ სმაილს თუ სმაილნახევრებს იმის აღსანიშნავად, რომ იხევიან სიცილით?
რავიცი აბა ვიცი? შენ იცი? თქვი თუ იცი  ნუ გამანახევარმეათასედეთ.

უსმაილოდ სიტყვა არ სუფევს ჩეთის გვერდზე.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ გაიცინოთ.🙂

Comments on: "ერთი დღე სმაილების გარეშე" (6)

  1. ფეისბუკის სმაილებს ვერ ვიტან

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: