It's Time To Joke And WOW


ზოგადად “ყვითელი ავტობუსებით” არ ვმგზავრობ ხოლმე. ერთხელ დამჭირდა და რას ვხედავ. ავტობუსის მოსვლის დაფაზე წერია საათი. გავედი მეორე გაჩერებაზე და იქაც წერია საათ. მეთქი რახდება. დავპოსტე FB -ზე და აი თურმე რახდება. ჩვენი კეთილშობილი და უნეტარესი ყვითელი ავტობუსები გაფიცულან. რა იშოვეს ესეთი? თუ ხელფასები მომატება უნდათ? რაიყო მძღოლებო ბიძინა ბიძია მოვიდა და ფული აქვს? გგონიათ, რადგან ბიძინას ბევრი ფული აქვს თქვენ მოგახმართ? ხო ხედავთ ის 80 ათასი თუ რამდენიც იყო ისიც უკან დაიბრუნა. თქვენ ვერაფერს მიიღებთ ბიძინას ჯიბიდან. ის თავისი ჯიბიდან კიარ გასცემს ხელფასებს სახელმწიფო ბიჯეთიდან გაიცემა.

ეს ფაქტი რაზე მეტყველებს იცით? ხალხი გაბლატავდა… ჩამოიშალა ყველაფერი. რას უშვრება ეს ხალხი პრეზიდენტს. სასახლე ჩაუქრეს და კაცი ფარნიანი ნოკიით დადის ოღახებში, საწვავი კი გააიაფეს 20 თეთრით მაგრამ რა სად აქვს ამდენი ფული რო საწვავი იყიდოს და შენობა გაინათოს. პრეზიდენტის ბიუჯეტიც შეამცირეს.

ქუჩაში კვლავ გამოვიდა გარე მოვაჭრეთა ბანდა და გადააბინძურშეავიწროვეს ქუჩები. კიდევკარგი ჩემი საყვარელი თბილისის დასუბთავება კარგად მუშაობს და ერთ ნაგავს არ ტოვებს ქალაქში თორემ რა გვეშველებოდა, ჩავიფლობოდით ნაგავსა შიდან.

პოლიტიკა არ მიყვარს რამდენჯერ უნდა ვთქვა, მაგრამ მაინც ვწერ ამ სტატიას. მკვდრეთით ამღდგარი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც ბოდიში და კუილსაც ვერ იკავებენ პარლამენტში. არც ნაცისტი ვარ არც მეოცნებე მაგრამ მაღიზიანებს ეს ფაქრი. რაო ჩვენო მეოცნებენო ეს ის არარის რასაც თქვენ ელოდით? თუ ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? ბოლოს კი ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ ეს ჯერ არაა ბოლო. ყველაფერი წინ არის.

სახალხო დამცველი, რომ უმცირესობებზე ასე ზიზღით ილაპარაკებს და იტყვის მათი ადგილი აქ არა არისო რა უნდა ელაპარაკო ეხლა მაგას. სხვა რელიგიის წარმომადგენლებს საკუთარ ეკლესიაში ლოცვას, რომ დაუშლია ქრისტიანი ანაფორა ჩამოფარებული ადამიანები ეს რაარი.

უარესს უნდა ველოდოთ. საქართველოს არაფერი არ ეშველება. ერთი წესიერი ადამიანი არ გამოჩნდება ვინც მას მიხედავს და თავისი სურვილების ან მუცლის დასაკმაყოფილებლად არ გამოიყენებს საქართველოს.

მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ ხომ იცით იმედი ბოლოს კვდება.

ხოდა ველოდოთ ახლა ვინ იქნება შემდეგი და ვინ გაიფიცება. კიდევკარგი “ბირჟაზე” მდგარი ახალგაზრდობაც არ იფიციება თორემ რა გვეშველებოდა.

ღმეთი არს ჩვენთან , და ჩვენც აქ ვართ.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: