It's Time To Joke And WOW


როგორც ყოველთვის ერთ-ერთ არაჩვეულებრივად ჩვეულებრივი დღე მქონდა, ამ დღეს მეგობრებთან ერთად ვიყავი გასული გასართობად, ვიყავით ჯერ ერთგან , მერე მეორეგან, მესამეგან და ბოლოს უკვე ამ მესამე ადგილზე ვნახე კიდევ ერთი მგობარი, რომელიც მეგობრებთან ერთად იყო და შემომთავაზა სადმე გასვლა და გართობა. რათქმაუნდა უარს როგორ ვეტყოდი ეხლა მათთან ერთად გავაგრძელე მხიაურლება, რადგან ვისთან ერთადაც ვიყავი ისინი უკვე წასვლას აპირებდნენ და ჩვენთან ერთად არ წამოვიდნენ. ხო მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს მეგობარი ძაან მიყვარს.

მშვენიერი ღამე იყო, ვიმხიარულეთ, ახალი საინტერესო ადამიანებიც გავიცანი და მათთან ერთადაც ვიმხუარულე.

ბოლოს დავემშვიდობე მეგობრებს და ჩამოვუყევი რუსთაველის გამზირს, ვიფიქრე ცოტახანი ფეხით გავივლი და სიმღერებსაც მოვუსმენთქო.
დავინახე ჩემს წინ კაცი დგას და ჩემსკენ ორი თითი აქვს გამოშვერილი რაც იმას ნიშნავს, რომ სიგარეტი უნდა. შევჩერდი მოვიხსენი ყურსასმენები და მივეცი სიგარეტი.
– მომესალმა
– მივესალმე
– მკითხა ქართული იცი
– ვუპასუხე კი რათქმაუნდა ქართველი ვარ
– არ გავხარ ქართველს
– ჩემი შვილი საზღვარგარეთაა, ინგლისური ცოტა ვიცი, შენ იცი?
– კი ცოტა რაღაც ვიცი
– შეიძლება ცოტახანი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ
– კი რათქმაუნდა (მივხვდი რომ საუბრარი უნდოდა ვინმესთან)
– მე ოთარ ზუბიაშვილი ვარ ზედმეტსახელად განჯინა, თქვენი სახელი
– სასიამოვნოა , მე კახა მქვია

ასე შევხვდი ადამიანს, რომელსაც სახლი არ ქონდა მაგრამ ყველაზე მდიდარი იყო. ის პოეტი იყო, რომელსაც შვილი საზღვარ გარეთ ყავდა და შვილიშვილებს დაბადებისდღეს facebook-იდან ულოცავდა.
პირველი ლექსი რაც მითხრა ეს იყო ლექსი, რომელიც თავის შვილს რუსუდანს მიუძღვნა.
ვკითხე თუ შეიძლება თქვენი ლექსები ჩავიწეროთქო, მან დადებითი პასუხი მომცა და გაუხარდა კიდეც.
უფლებაც მომცა, რომ ინტერნეტში დამედო. და ახლა გთავაზობთ მის მოკლე ბიგორაფიას და მის ლექსებს, რასაც თვითონ გვიყვება.

ძალიან საინტერესო ლექსებია და საინტერესო ადამიანია.

ბოლოს ავტოგრაფიც დამიტოვა და მე ჩემი საონტაქტო ინფორმაცია ჩავაწერინე.

ძალიან საინტერესო ლექსებია და განსაკუტრებით მომეწონა ლექსი ფულზე.

kakha giorgashvili da o.zubitashvilis avtografi

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: