It's Time To Joke And WOW


ertferovneba

რას ვაკეთებთ ყოველდღე არ არის ეს ერთფეროვნება? სანამ არ დავფიქრდებით ვერ მივხვდებით, რომ ეს ყველაფერი ერთფეროვნებაა. ვიღვიძებთ თუ არა ავტომატურად ვაკეთებთ იგივეს რაც წინა დღეს და იმის წინა დღეს გავაკეთეთ. გვაქვს ჩვევები, რომელსაც ისე ვასრულებთ, რომ ვერც ვცხვდებით რას ვაკეთებთ, სხვები ამჩნევენ მაგრამ ჩვენ არც ვიცით მისი არსებობის შესახებ.
ჩვენ არ ვართ დპროგრამებული მანქანები , ჩვენ შეგვიძლია გადავუხვიოთ გზა და გავაკეთოთ ის რაც გვინდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რა გვინდა ისიც არ ვიცით. უბრალოდ ვცადოთ გზაზე სიარულის დროს მარცხნივ ან მარჯვნივ გადავუხვიოთ და პირდაპირ არ გავაგრძელოთ გზა. ერთხელ სცადეთ ჯერ სახე დაიბანეთ და შემდეგ ხელები, ჯერ YouTube ზე შედით სიმღერებ მოუსმინეთ და შემდექ facebook-ზე. თქვენთვის არაა ეს facebook ი მოსაბეზრებელი? რას ხედავთ მანდ? ახალი არის რამე? ტელევიზორს უყურებთ? მანდ რა ხდება იცით? ყველაფერი ერთფეროვნებაა.
სამსახურის ნაცვლად წადით და მეგობრებთან გაატარეთ დრო ან საყვარელ ადამიანთან.
ჩემი დიდი პრობლემა რაშია იცით? მეგობრების გარდა ყველაფერი სხვა მბეზრდება.
მე შეიძლებოდა ყოველდღე მეგობართან ერთად წავსულიყავი ერთ ბარში და ლუდი დაგველია, გველაპარაკა და შემდეგ ისევ სახლებში დავბრუნებულიყავით. მე ეს ყველაფერი არ მბეზრდება.
ერთ დღეს გაიღვიძებთ და დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ერთფეროვნებაში ცხოვრობთ და ზოგიერთისაგან განსხვავებით თუ გაანალიზებთ, რომ ერთფეროვნება sucks მაშინ ცოტას დაიგრუზებით. და რა არის გამოსავალი? გამოსავალი დეპრესიიდან? ის რაც ყველაზე ძალიან გსიამოვნებთ. და ის რაც შეიძლება აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ, მაგრამ შეიძლება ეს მარტომ ვერ შეძლოთ. თუ მარტოს არ შეგიძლიათ და არც არავინ გყავთ, რომ თქვენთან ერთად იყოს მაშინ დეპრესია გრძელდება, რომელიც შეიძლება შეგიყვარდეს და მისი მიტოვება აღარც იფიქროთ.
მე მიყვარს დეპრესია, არ ვარ სუსტი არსება არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად. მე უბრალოდ მიზეზი არ მაქვს, რომ კარგად ვიყო.

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: