It's Time To Joke And WOW


კინოთეატრისა და ლეპტოპთეათრის შედარება სხვადასხვა კრიტერიუმებით. აირჩიეთ, რომელია უკეთესი.

კინოთეატრილეპტოპთეატრი

Laptiop Cinema

 

+ დიდი ეკრანი – პატარა ეკრანი
 – ფასიანი  + უფასო
 – კინოთეატრში შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად მაგარიაა  + მაგრამ სახლში უფრო მაგარია, მითუმეტეს თუ თქვენ შეყვარებულთან ერთად გადაწყვეტთ ფილმის ყურებას, მაგრამ დიდი შანსია ფილმი ბოლომდე ვერ ნახოთ და სხვარამით უფრო ნაციამოვნები დარჩეთ ვიდრე კინოთეატრში გასიებული.
 + კაი ხარისხი  – შეიძლება HD ან Blue Ray  მაგრამ დიდი ეკრანი და საუნდი მაინც კაია
– ფილმის გახმოვანება, ხშირშემთხვევაში რუსული + აქ კი შეგიძლიათ ინგლისურად ან რუსულად უყუროთ თუ გაგიმართლათ ქართულადაც იქნება ნათარგმნი მაგრამ არ გირჩევთ ვებსაიტების მიერ გახმოვანებულ ფილმს
 – დასალევი პეპსი ან წყალი  + რაც გაგიხარდებათ და რაც სახლში მოგეპოვებათ
 – საჭმელი პოპკორნი ან ლობიანი  + პოპკორნიც შეგიძლიათ, მზესუმზირაც, ლობიოც და ასევე შეგიძლიათ კარტოგილი გათალოთ და ფილმი დაპაუზოთ ამორევა რო დაგჭირდებათ.
 + კინოთეატრი უფრო სვეცკურია  – ლეპტოპთეატრი ხშირშემთხვევაში პირატულია
+ ახალ გაცნობილ პოტენციურ შეყვარებულთან ერთად შეგიძლია პირველ პაემანზე წახვიდე კინოში.  – ახალ გაცნობილ პოტენციურ შეყვარებულთან პირველ პაემანზე ვერ დაპატიჟებ სახლში
 – ტელეფონზე ვერ ისაუბრებ, თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ ცუდი თვალებით შემოგხედავენ წინ უკან და გვერდით მსხდომნი.  +შეგიძლია შეჩემათიც კი ილაპარაკო არავინ დაგიშლის.
 – ძილის წინ ვერ ნახავ ფილმს ან სერიალს კინოთეატრში  + ძილისწინ რამდენი ფილმიც გინდა ნახე და მე პირადად რამდენ სერიასაც გავუძლებ იქამდე ვუყურებ.
 – ტუალეტში წარამარა ვერ ივლი თუ ფახარათი გაქ  + თუ გინდა ლეპტოპთეატრი შეიტანე და იქ უყურე ბუნებრივი საუნდეფექტებით
 – კინოთეატრში პაემნის შემთხვევაში მოგიწევს გოგოს რესტორანში დაპატიჟება საუკეთესო შემთხვევაში თუ ცოტა დიდი ხანია იცნობთ პარტნიორს შეიგიძლიათ რაც გინდათ ის ჭამოთ. თუ არა მაშინ მოგიწევთ სალათით შემოიფარგლოთ ან ძაან თუ გშიათ აჭარულით და შემდეგ სახლში ტაქსით გააცილოთ.  + ისეთ დღეში იყავით ალბათ მოგშივდებოდათ, უთხარით გოგოს სამზარეულოში გავიდეს და რამე კაი გააკეთოს თან მიუჩენთ ადგილს.
 – Facebook ზე წვდომა მხოლოდ ტელეფონით გექნებათ ისიც თუ მობილური ინტერნეტი გაქვთ  + შედი სადაც WWW შენ გემსახურება
 + ახალ გამოსულ ფილმს კაი ხარისხში უყურებ მაგრამ რუსულად  – ახალ გამოსულ ფილმს უყურებ მაგრამ CAMRIP ის ხარისხით. შეიძლება გამოსვლამდე 1 დღით ადრეც ნახოთ ასეთი ფილმები.
 + 3D გამოსახულება კიბატონო არის მაგრამ ცხვირი დაგეღლებათ სათვალეები ისეთი მძიმეა  – სახლშიც შეგიძლიათ გქონდეთ 3D არა სამიდე კიარა 2D ლურჯწითელი სათვალეებით, მაგრამ იშვიათია ასეთი ფილმები. უი ეხლა გამახსენდა მე ხო მაქ ეს სათვალეები დღეს ვნახავ რამეს.
 – კინოთეატრში სკამზე ზიხარ  + სახლში: ზიხარ, წევხარ, დოგზე ამხედრებული რაინდი ხარ და რა პოზაც გაგიხარდებათ
 – ყოველდღე კინოთეატრში ვერ ივლი თან სხვაც რო დაპატიჟო ივანიშვილის დის შვილი ხოარხარ  + ყოველდღე კიარა თუ გინდა ყოველ 2 სთ ში უყურე ფილმს, მაგრამ სჯობს საქმეს მიხედო.

 

დაამატე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: