It's Time To Joke And WOW

Archive for the ‘მოდა’ Category

KAKHA13 – მე მაოცნებებენ

ჩემი სიმღერის პრემიერა 😀
იმედია მოგეწონებათ.
კუდი არ გამოაბათ და Just For FUN!

 

ტექსტი:

მე მაოცნებებენ მილიარდები,
ამ აღმაფრენას ვერ შეველევი,
მე მოვდიოდი ოცნების მაისურით,
და თუ ამყევით ნუ გამაჩერებთ.

დაგვბერებოდეს ჩვენი ოცნება
და სიყვარული აფერისტული
ახალგაზრდობა და სვეცკობა,
დაგვიბერია ჰაერის ბუშტები.

ტექსტის ავტორი: მე
მუსიკა: ლაზარაშვილი – მე მაოცებენ ლამპიონები

Advertisements

ახალი მოდის ტენდენცია – წითელი თმები

ახლო მომავალში თბილისი და არა მხოლოდ თბილისი გაივსება წითელ და ალისფერ თმიანი გოგონებით. ახლაც საკმაოდ არიან მაგრამ მე არ ვგულისმობ ბუნებრივ თმას, ვგულისხმობ ხელოვნურად შეღებილ თმებს.
მე ძალიან მომწონს წითელი/ალისფერ თმიანი გოგოები საწინააღმდეგო არაფერი მაქვს 🙂 მაგრამ გამიხსენებთ როცა ცხვირ წინ 2-3 და უფრო მეტი წითელ თმიანი გოგო ჩაგივლით მოკლე შოლტებით. 😉
წითელი თმები მოდაში შემოვა ისევე, როგორც ბოტები  და ლეოპარდისებრი ტანისამოცი.

მთლად ისეთი გოგოები არ იქნებიან როგორიც ფოტოზეა, მაგრამ შიგადაშიგ რაიცი იქნებ იყვნენ, ქართველები ხოყველაზე ლმაზები არიანდ და ყველა სილამაზის კონკურსში ვიგებთ.

ნუ შეიძლება ეს კლიპი არაფერ შუაში იყოს მაგრამ მაინც, ჩემი აზრით თქვენც უნდა მოგეწონოთ 🙂

გოგოებმა გაატყავეს ლეოპარდნი

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც გოგოებმა ბოტებით “შემოალაჯუნეს”1 თბილისის გლამურულ ქუჩებში და ეხლა უკვე “ლეოპარდების გატყავებაც”2 დაიწყეს.  თბილისში ყოველ მეოცე გოგოს აცვია ან კიდია ლეპარდისებრი შარვალი, კაბა, ჩანთა, კაშნი და ა.შ.

ერთ დღეს შემოიტანენ ერთი თემატიკის ზემოთ ჩამოთვლილ სამოსებს ცნობილ მაღაზიებში (სადაც 3x ფასია ჩვეულებრივთან შედარებით) და პატრაბუწიკებში, მეორე დღეს ყველას ეს აცვია.

ამბოლოდროს რამდენიც გოგო “გამოლაჯუნდება”3 და აცვია ლეოპერდისებრი შარვალი ან კაბა რატო უნდა მახსენდებდეს ლეოპარდი და არა მისი “სასტიკად”4 მიმზიდველი ფეხები :დ

მოკლედ რომ ვთქვათ რას გვიშვრება ეს თაობა.

მოდა მოდა მოდა… მე მიყვარს მოდა (ვხუმრობ) რატო უნდა მოგწონდეს ტანსაცმელი რომელიც შენსგარდა ძალიან ბევრს აცვია იგივე. თქვენ რა განწყობა გეუფლებათ იმ შემთხვევაში თუ დაინახეთ ადამიანი, რომელსაც თქვენსავით ან თქვენნაირი სამოსი აცვია?

მე ვინმე რო დავინახო, რომელსაც ჩემნაირად აცვია, გავიხდი, ამოვიტრიალებ, წავალ სახლში და გამოვიცვლი. ჩემთვის შეურაწყოფა  . :) ნუ რავიცი ყველს თავისი აზრი აქვს.

“ჩაიციკლებიან”5 ხოლმე ეს გოგოები და ვსო აღარაფერი აღარ ახსენდებათ.
განმარტებითი ლექსიკონი:

  1. შემოალაჯუნეს – შემოვიდნენ, გამოჩნდნენ.
  2. ლეოპარდების გატყავებაც – ლეოპარდის კანის სამოსი აცვიათ.
  3. გამოლაჯუნდება – გამოვა.
  4. სასტიკად – ძალიან.
  5. ჩაიციკლებიან – ერთნაირები აცვიათ.

ბოტებით და კალუშებით შეიარაღებული გოგოები

არცისე დიდიხანია რაც თბილისში ბოტებიანი გოგოები გამოჩნდენ. შეიძლება ისინი სხვასახელს ეძახიან მაგრამ ჩემთვის მაინც ბოტებად დარჩება ეს საგანი. ნეტავ ვინ ჩაიცვა პირველად და ვინ გაიარა თბილისის ქუჩებში ამ ბოტებით? იქნებ ვინმე მოთევზავე გოგო და ამ გოგოებმა კიდევ მოდაად მიიღეს და თვითონაც ჩაძვრნენ ამ “ფეხსაცმელში”. ნუ მოკლედ ეხლა უკვე არაფერი აღარ გვეშველება. ბოტები ხო კარგი მაგრამ, ცოტახანში რომიხვდნენ რომ მძიმე იყო ეს ჩინური რეზინი შემდეგ დაამოკლეს, გადაჭრეს და კალუშები მიიღეს. (კალუშები ესეც ჩემი თქმით ტორემ ეგენის ხვარამეს ეძახიან კიდევ) :D ,
ჰეი! ქალაქელო გოგოებო. სოფლელებს რომ დასცინით და სოფლელებს ეძახით რასგავს ეხლა თქვენი საქციელეი ჰა? ემსგავსებით სოფლლებს???? :D ვაი დედა.
ხო ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც ჩემმა მეობარმა მითხრა ;)
ერთი რაიონიდან ჩამოსული გოგო დაპატიჟებს მეგობარს რთველში. ეს გოგო კარგად გამოიპრანჭება, თმებს დაივარცხნის, პომადას წაისვავს, თვალებს ჩაიხატავს და გზას ერთად შედგებიან სოფლისაკენ. ხო კიდევ ერთირამე არგითხარით რაც ამ გოგომ გააკეთა წამოსვლის წინ, მან თავისი სანაქებო ბოტები ჩაიცვა. სოფელში, რომ ჩავიდნენ ერთი მოხუცი კაცი (სავარაუდოდ ამ გოგოს პაპა თქვენებურად ბაბუა) ეუბნება: “შვილო რატომ წუხდებოდი ეგ ფეხსაცმელი ხომ აქაცვქონდაო.” :) იმედია მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.;) პაპასაც ასეთი ბოტები ეცვა და კიდევ ბევრს. იმ ფეხსაცმელს რომელსაც ახლა გოგოები იცვავენ თბილისის გაწკეპილ ქუჩებში სოფელში ისინი წვიმისდროს და უხერხულად სავალ გზებზე აცვიათხოლმე ;) .

ასერომ, რაცგინდათ რამე შეუცვალოთ  ფერი, ზომა ან ფორმა ბოტი მაინც ბოტად დარჩება.

%d bloggers like this: