It's Time To Joke And WOW

Archive for the ‘რა არის ახალი’ Category

აქცია: შევიძინოთ პროდუქტები ცისანას ბუტკაში

aqcia

მე გადავწყვითე ცისანას ბუტკაში შევიძინო პროდუქტები, რათქმაუნდა რაც ექნება, სვეცკ პროდუქტებზე საუბარი არ მაქ.
მაგალითად სიგარეტი, პური სასმელი და სხვა მსგავსი რამ.
ამით მე ვის რას ვარგებ? ვის და ცისანა. ის ხომ ფინანსურად ისეთივე ძლიერი არ არის, როგორც დიდი სუპერმარკეტის მფლობელი. ჩვენ ყოველი შეძენილი პროდუქტით ვეხმარებით ცისანას შვილებს, შვილიშვილებს და მთელს ოჯახს, ხოლო სუპერმარკეტში შეძენისას კი კიდევ ერთ მდიდარ ადამიანს ვამდიდრებთ.
არ ვარ მათი წინააღმდეგი უბრლოდ რაც ეს დიდი სუპერმარკეტები შემოვიდა ახალ ახალი პროდუქტებით და საინტერესო სერვისებით ყველამ იქით გადაინაცვლა და ამ პატარა მაღაზიებს კლიენტი აღარ დარჩათ. სიგარეტის საყიდლად ნუ შეხვალთ სუპერმარკეტში და შედით ცისანას ბუტკაში, ის ხომ ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც ამ პატარა მაღაზიით ოჯახს არჩენს.
შენ თუ ასე მოიქცევი ჩათვალე რო ქველმმოქმედი ხარ.
უბრალოება მატებს ადამიანს ადამიანობას.

 

Advertisements

WordPress New Attack Way

გაფრთხილება WordPress ზე ახალი შეტევის გზები ხორციელდება. დღეს დილით ვნახე მაილზე წერილი, რომ თქვენი დომეინი დაინფიცირებულია ვირუსით. შევედი : Google Webmasters Tools ში რომელსაც ახლა უკვე Search Console ქვია და შევამოწმე საიტის მდგომარეობა. მივიღე ასეთი სურათი:malwareმე მაშინვე განვაახლე Wordpress ბოლო ვერსიაზე და შემოწმების შემდეგ არანაირი ზედმეტი ფაილი თუ კოდი არ აღმოჩნდა ჩემს საიტზე. შევამოწმე ასევე ლოგ ფაილი და ვნახე წინა დღეს განხორციელებული POST მოთხოვნები, რომელიც ძალზედ საეჭვოა და საეჭვო IP ებიდანაა განხორციელებული. იხილეთ ფოტო: logFile   როგორც ამ ლოგ ფაილში ამოვიკითხე შეტევა ჩინეთიდან მოხდა შემდეგ ფაილებზე: /wp-includes/js/tinymce/plugins/spellchecker/classes/utf.php /wp-content/uploads/wp-admin-cache.php /xmlrpc.php ვის რად სჭირდებოდა ამ გაილებზე POST ის მოთხოვნა ხო? შესაბამისად აქაა ძაღლის პური დამარხული, რომელსაც ინახავს და მერე ჭამს ხოლმე.

ასერომ თუ ჯერ არ ხართ დაინფიცირებული ამ ან სხვა ვირუსით გირჩევთ განაახლოთ თქვენი WordPress ყოველი ახალი ვერსიის გამოსვლისას. ასევე ჩანართებიც განაახლეთ ხოლმე, რომელზეც უფრო ხშირია შეტევები.

გადავსახლდი ახალ ბლოგზე ;)

Untitled-1 copy
ჩემო პატივცემულო და უსათნოესო ვიზიტორებო, მინდა გაცნობოთ, რომ გადავსახლდი ახალ ბლოგზე.
მისამართია: www.kakha13.com
ბლოგზე იდება ორენოვანი სტატიები და მეტად საინტერესო ვიდრე აქ. მაგრამ ის უფრო სოციალურ მედიისკენ იხრება და მოკლედ ასეთი გადახრები სჭირს რა…
მესტუმრეთ ახალ ბლოგზე სადაც ჩემი BrainLogებია;)

BlackBerry Z10

bb-no-home

ასეთი დიდი ნახტობი ჯერ არ მინახავს. სრულიად არაფრიდან BlackBerry -მა შექმნა სისტემა, რომელმაც მომანდომა iPhone -დან კიარა Android-იდან გადავსულიყავი BlackBerry-ზე. ძალიან მომეწონა მისი დიზაინი როგორც გარეთ ასევე სისტემაში და კიდევ მისი ფუნქციები, რომელიც გაკეთებულია იმისთვის, რომ კომფორტული იყოს მომხარებლისთვის.

ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ღილაკები არ აქვს და ბლოკის ახსნა სენსორის საშუალებით ხდება, სრული განხილვა ნახეთ ვიდეოში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია : ახალი სერვისები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გვთავაზობს ახალ სერვისებს. რაც მე ცოტახნის წინ ვნახე და ძალიან მომეწონა, როგორც სისტემური მხრივ ასევე იმხრივ რასაც ჩვეულებრივ, არა პროგრამისტი ადამიანი ხედავს.

პირველი რაც ძალიან ფუნქციური და გამოსადეგი რამეცაა ეს არის : მგზავრობის დაგეგმვა

travel

მგზავრობის დაგეგმვა

მოკლედ ამ სერვისის შესახებ:
თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მოკლე მოგზაურობა, საქმიანი ან უბრალო გასეირნება.
ვირჩევთ შემდეგ პარამეტრებს:

  • გასვლა და მისვლა, ამ ველებში ვწერთ იმ ადგილებს საიდანაც გავდივართ და სადაც გვინდა რომ მივიდეთ.
  • როდის გასვლა ან მისვლა. ვირჩევთ საათს და რიცხვს.
  • მგზავრობის ტიპი, 1. ავტობუსი და მეტრო , მხოლოდ ავტობუსი, მხოლოდ მეტრო. ანუ აქედან ვირჩევთ რითი გვინდა მგზავრობა.
  • პრიორიტეტი, 1. სწრაფი 2. ცოტა გადაჯდომა. ანუ თუ ავირჩევთ სწრაფს მაშინ იქნება ბევრი გადაჯდომები, ავტობუსიდან ავტობუსში. თუ ავირჩევთ ცოტა გადაჯდომას მაშინ იქნება ალბათობა იმის, რომ ერთმა ავტობუსმა მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ბევრად მეტი დრო დასჭირდეს ვიდრე გადაჯოდმის შემთხვევაში.
  • სიარული, მაქსიმუმ რამდენი მეტრი მოგიწიოთ სიარული: 100, 250, 500, 750, შეუზღუდავი

ამ ყველაფრის არჩევის შემდეგ რუკაზე გიჩვენებთ თქვენს მარშუტს, გადაჯდომებს და ავტობუსის ნომრებს.

 

შემდეგი ასევე მნიშნველოვანი სერვისი, რომელიც გვაწვდის სტატისტიკურ ინფორმაციას თუ რა დროს რა ნომერი ავტობუსი უნდ აიყოს დანიშნულების ადგილზე.
ეს არის: გრაფიკები, მარშუტები

გრაფიკები,  მარშუტები

გრაფიკები, მარშუტები

მოცემულია მარშუტის სქემა, რომელიც გვიჩვენებს უბნებს და ამ უბნებიდან რა ნომერი ავტობუსები გადის.
მოცემულია განრიგი სამუშაო და დასვენების დღეებში, რომელ წუთებზე გადის ავტობუსი, საიდან სად.
ავტობუსის ნომრის არჩევის შემდეგ გიჩვენებთ რუკაზე მონახაზს, თუ რას გაივლის და რა ადგილზე გაჩერდება.

მესამე სერვისი, რომელიც ყველაზე ემტად მომწონს, ეს არის: ავტობუსი  რეალურ   დროში

ავტობუსი  რეალურ   დროში

ავტობუსი რეალურ დროში

ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს რეალუ დროში ვნახოთ რა ადგილზე რა ავტობუსი მივა. ანუ ეს არის ბევრად უფრო ინფორმაციით დატვირთული მონაცემები, ვიდრე ის ეკრანები, რომლებიც გაჩერებებზე აყენია და გიჩვენებთ ავტობუსის ნომრებს, მათი მოსვლის დროს და უბნების სახელებს.

თუ დააჭერთ ღილაკს, მოძებნეთ ურკაზე: route ის გიცვენებთ ავტობუსის რეალურ მდებარეობას. (თუ გამახსენდა ვცდი ‘თბილისის მერიის სერვისის’ გამოყენებით ანუ Tbilisi Loves You უფასო Wi-fi -თ, დავდგები გაჩერებაზე და ჩემი გალაქსი ფლეიერით ვნახავ ავტობუსის მდებარეობას. თან მე ყვითელი კურტკა მაქვს და კონტროლიორს ვგავარ, ოღონდ მათზე ბევრად მეტი ინფორმაცია მექნება 😀 )

სამარშრუტო სქემის რუკა

სამარშრუტო სქემის რუკა

სამარშრუტო სქემის რუკა

ამ სამარშრუტო სქემის რუკაზე ნახავთ ავტობუსის ნომრებს რომლებიცაა ფერებით გამოყფილი და ხაზებს, რომლებიც გახაზულია იმ უბნებში სადაც ეს ავტობუსი მიდის. რათქმაუნდა ნომრების და ხაზების ფერი ერტიდაიგივეა.

თბილისის სამარშრუტო სქემის რუკა

თბილისის სამარშრუტო სქემის რუკა

 და ბოლოს, რომ შევაჯამოთ. ჩემი აზრით ეს სისტემა ძალიან კარგი რამეა და მისი ნახვის თანავე სურვილი გამიჩნდა ან ასეთი კითხვა. ოდესმე TTC თუ გამოუშვებს API -ს რომლის საშუალებითაც დეველოპერები შევძლებთ ამ სერვისების გამოყენებას და ჩვენს საიტებზე ან და სმარტფონების აპლიკაციებში თუ ჩავდებთ. ისე მინდა ეს სერვისი, რომ შეიძლება მივწერო კიდეც API -სთან დაკავშირებით. ( Application programming interface )

კიდევ ერთი საინტერესო სერვისი: მეტრო LIVE-ში
06
ამ სერვისის საშუალებით ნახავთ მეტროში დამონტაჟებული კამერების პირდაპირ ეთერს. მეტროს შიგნით და გარეთ ნაწილებს.

იხილეთ ვებგვერდი: www.ttc.com.ge

სურატების წყარო : ttc.com.ge

%d bloggers like this: