It's Time To Joke And WOW

Archive for the ‘ტექნიკა’ Category

WordPress New Attack Way

გაფრთხილება WordPress ზე ახალი შეტევის გზები ხორციელდება. დღეს დილით ვნახე მაილზე წერილი, რომ თქვენი დომეინი დაინფიცირებულია ვირუსით. შევედი : Google Webmasters Tools ში რომელსაც ახლა უკვე Search Console ქვია და შევამოწმე საიტის მდგომარეობა. მივიღე ასეთი სურათი:malwareმე მაშინვე განვაახლე Wordpress ბოლო ვერსიაზე და შემოწმების შემდეგ არანაირი ზედმეტი ფაილი თუ კოდი არ აღმოჩნდა ჩემს საიტზე. შევამოწმე ასევე ლოგ ფაილი და ვნახე წინა დღეს განხორციელებული POST მოთხოვნები, რომელიც ძალზედ საეჭვოა და საეჭვო IP ებიდანაა განხორციელებული. იხილეთ ფოტო: logFile   როგორც ამ ლოგ ფაილში ამოვიკითხე შეტევა ჩინეთიდან მოხდა შემდეგ ფაილებზე: /wp-includes/js/tinymce/plugins/spellchecker/classes/utf.php /wp-content/uploads/wp-admin-cache.php /xmlrpc.php ვის რად სჭირდებოდა ამ გაილებზე POST ის მოთხოვნა ხო? შესაბამისად აქაა ძაღლის პური დამარხული, რომელსაც ინახავს და მერე ჭამს ხოლმე.

ასერომ თუ ჯერ არ ხართ დაინფიცირებული ამ ან სხვა ვირუსით გირჩევთ განაახლოთ თქვენი WordPress ყოველი ახალი ვერსიის გამოსვლისას. ასევე ჩანართებიც განაახლეთ ხოლმე, რომელზეც უფრო ხშირია შეტევები.

Android-ის ვიზუალი კომპიუტერში

გადმოსაწერი ბმული: http://any.ge/apps/files/AndroidOnPc.zip
Java : https://www.java.com/en/download/
————————
როგორ გამოვიტანოთ ანდროიდის მონიტორი ჩვენს კომპიუტერში, ძალიან მარტივია, უყურეთ და მიყევით ინსტრუქციას.
How to display Android’s Screen on PC
Download Link:http://any.ge/apps/files/AndroidOnPc.zip

Please Subscribe Channel: http://youtube.com/kakha13

პროგრამისტის თვალით დანახული რეალობა

როდესაც რამეს გაშვებულ პროექტზე ტვირთავ:


როდესაც პრობლემის გადაწყვეტას გუგლში ხანგრძლივი ძებნის გარეშე პოულობ:


როდესაც ედიტორი გეხურება კოდის შენახვის გარეშე:


როდესაც ცდილობ ბაგის გასწორებას ღამის 3 საათზე:


როდესაც რეგულარული გამოსახულება აბრუნებს იმ შედეგს რასაც ელოდი:


როდესაც უფროსი გეუბნება რომ მოდული რაზეც მუშაობდი, არასოდეს იქნება გამოყენებული:


როდესაც უფროსს აჩვენებ გასწორებულ ბაგს:


როდესაც კოდს გატესტვის გარეშე ატვირთავ და მუშაობს:


როდესაც მარკეტოლოგები აჩვენებენ დეველოპერებს თუ რა და როგორ გაყიდეს:


როდესაც გვერდს პირველ ჯერზე არგებ CSS სტილებს:


როდესაც სისადმინი გაძლევს root წვდომას სერვერზე:


როდესაც ამოწმებ სკრიპტს რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ:


როდესაც უქმეებზე შენ მიდიხარ დასასვენებლად, ყველა დანარჩენი კი რჩება ოფისში ბაგების გასასწორებლად:


როდესაც უფროსი პოულობს სხვა ვინმეს კრიტიკული ბაგის გასასწორებლად:


როდესაც პროექტის თავის დროზე დასრულების გამო ღებულობ ბონუსს:


როდესაც რაიმე მუშაობდა პარასკევს, ორშაბათს მიხვედი და აღარ მუშაობს:


როდესაც წერ რაიმე სერვისს სპეციფიკაციების გარეშე:


როდესაც უფროსი გეუბნება რომ “სკრიპტის ტესტვა არის მათთვის, ვინც კოდის წერა არ იცის”:


როდესაც განაახლე მონაცემთა ბაზის სკრიპტი და მიხვდი რომ ბაზა მთლიანად წაგეშალა:


როდესაც კლიენტი იძახის რომ თავად გაერკვევა თქვენს დაწერილ პროგრამაში:


როდესაც დამწყებ პროგრამისტს ანდობ რაიმე საპასუხისმგებლო პროექტის გაკეთებას:


როდესაც კლიენტი ცდილობს შენს ინტერფეისში გარკვევას:


როდესაც პარასკევს 6 საათზე უფროსი გეკითხება გცალია თუ არა რომელიღაცა პროექტზე ვებ-სერვისების დასაწერად:


როდესაც კლიენტს ეკითხები რომელი windows უყენია და იგი ვერ გპასუხობს:


როდესაც კოდის წერისას წავიდა დენი, UPS-ის შეერთება კი დაგვიწყებია:


როდესაც დიდი მონაცემთა ბაზის იმპორტი როგორც იქნა დასასრულს უახლოვდება:


როდესაც გამცნობენ რომ რომელიმე თანამშრომელს შენი პროექტი წაეშალა:


დეველოპერი დიდი SQL სკრიპტის გაშვების წინ:


როდესაც საიტს დიდი განახლების შემდეგ ტესტავ IE-ში:


როდესაც კლიენტს სთხოვ სკრინშოტს და თავისი მონიტორის სურათს გიგზავნის:


როდესაც პარასკევ საღამოს გაიძულებენ დაამთავრო პროექტი:


როდესაც სამსახურში ინტერნეტი ითიშება:


როდესაც გიწევს ვიღაცის ძველ პროექტზე მუშაობა და პირველად იხედები კოდში:


როდესაც უკვე მეათედ იკრაშება შენი ანდროიდ აპლიკაცია ტელეფონზე:


როდესაც რომელიმე თანამშრომელი აღმოაჩენს რომ ხელფასები დაირიცხა:


როდესაც გთხოვენ შეამოწმო სტაჟიორის კოდი:


როდესაც რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ დავალება დასრულებულია:


როდესაც სტაჟიორი წამოაყენებს რამე ახალ იდეას:


როდესაც იწყება პროექტის ტესტირება და ცდილობ პარალელურად ასწორო ბაგები:


როდესაც პროექტის პრეზენტაციისას კლიენტს ბაგი შეუმჩნეველი დარჩა:


როდესაც გაირკვევა რომ პროექტი არ მუშაობს შენი კოდის გამო:


როდესაც სერვერზე უშვებ “rm -rf /” ბრძანებას “rm -rf ./” -ის ნაცვლად:


როდესაც გეუბნებიან რომ საიტი უნდა იყოს თავსებადი IE6-თან:


როდესაც კოფე-ბრეიქის დროს მოდიან პროექტებზე სალაპარაკოდ:


როდესაც უფროსი გამოგიცხადებს რომ პროექტზე უნდა იმუშაო სისადმინთან ერთად:


როდესაც პოულობ შეცდომას სკრიპტში 3 დღის დამღლელი მუშაობის შემდეგ:

კოდის რეფაქტორინგი:


რეკურსიული კოდის დებაგი:


როდესაც უფროსი კითხულობს თუ ვის უნდა შაბათ-კვირას მუშაობა:


პროგრამისტი მენეჯერების შეხვედრაზე:


როდესაც სერვისის API კარგადაა დოკუმენტირებული:


SOAP/XML:


პროექტის დაწყება WordPress-ზე:


როდესაც გებულობ adobe-ს რომელიმე პროდუქტის ფასს:


დაგავიწყდა კეშირების ჩართვა smarty-ზე დაწერილ საიტზე:


სესიების garbage collector PHP-ში:


Perl პროგრამისტი:


გუნდის ლიდერი ახალი გუნდის გარემოცვაში:


როდესაც ხედავ რომ პროექტში ყველა ფოლდერს და ფაილს chmod 777 აქვს:


როდესაც გაშვებულ პროექტში პატარა ჩასწორება შეგაქვს:


ვიღაცის სკრიპტმა სულელური შეცდომა ამოაგდო.. უი, სკრიპტი შენი ყოფილა:


პარასკევი, საღამო, ბაგ-ტრეკერი, კრიტიკული ბაგი:


საიტის გაცოცხლების მცდელობა ტელეფონით, მარშუტკიდან:


გუნდის ლიდერი ხსნის როგორ უნდა ისარგებლოთ მისი ფრეიმვორქით:


ტესტერებმა მოგცეს თანხმობა საიტის გაშვებაზე:


პროგრამისტები კამათობენ რომელი ენა ჯობია, Ruby თუ Python:


tcpdump:


HR გოგონა კითხულობს პროგრამისტის რეზიუმეს:


გასაუბრებაზე:


კოდ-რევიუ გუნდის ლიდერის თვალით:


კოდ-რევიუ პროგრამისტის თვალით:


როდესაც ვინმე ახსენებს “IPv6″-ს:


როდესაც ვინმე ამბობს რომ PHP-ზე შეუძლებელია მაღალ-დატვირთული პროექტის დაწერა:

 

სტატია წამოღებულია: qwerty.ge-დან მან კი სხვა საიტიდან წამოიღო 😀

BlackBerry Z10

bb-no-home

ასეთი დიდი ნახტობი ჯერ არ მინახავს. სრულიად არაფრიდან BlackBerry -მა შექმნა სისტემა, რომელმაც მომანდომა iPhone -დან კიარა Android-იდან გადავსულიყავი BlackBerry-ზე. ძალიან მომეწონა მისი დიზაინი როგორც გარეთ ასევე სისტემაში და კიდევ მისი ფუნქციები, რომელიც გაკეთებულია იმისთვის, რომ კომფორტული იყოს მომხარებლისთვის.

ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ღილაკები არ აქვს და ბლოკის ახსნა სენსორის საშუალებით ხდება, სრული განხილვა ნახეთ ვიდეოში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია : ახალი სერვისები

თბილისის სატრანსპორტო კომპანია გვთავაზობს ახალ სერვისებს. რაც მე ცოტახნის წინ ვნახე და ძალიან მომეწონა, როგორც სისტემური მხრივ ასევე იმხრივ რასაც ჩვეულებრივ, არა პროგრამისტი ადამიანი ხედავს.

პირველი რაც ძალიან ფუნქციური და გამოსადეგი რამეცაა ეს არის : მგზავრობის დაგეგმვა

travel

მგზავრობის დაგეგმვა

მოკლედ ამ სერვისის შესახებ:
თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მოკლე მოგზაურობა, საქმიანი ან უბრალო გასეირნება.
ვირჩევთ შემდეგ პარამეტრებს:

  • გასვლა და მისვლა, ამ ველებში ვწერთ იმ ადგილებს საიდანაც გავდივართ და სადაც გვინდა რომ მივიდეთ.
  • როდის გასვლა ან მისვლა. ვირჩევთ საათს და რიცხვს.
  • მგზავრობის ტიპი, 1. ავტობუსი და მეტრო , მხოლოდ ავტობუსი, მხოლოდ მეტრო. ანუ აქედან ვირჩევთ რითი გვინდა მგზავრობა.
  • პრიორიტეტი, 1. სწრაფი 2. ცოტა გადაჯდომა. ანუ თუ ავირჩევთ სწრაფს მაშინ იქნება ბევრი გადაჯდომები, ავტობუსიდან ავტობუსში. თუ ავირჩევთ ცოტა გადაჯდომას მაშინ იქნება ალბათობა იმის, რომ ერთმა ავტობუსმა მიგიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე, მაგრამ ბევრად მეტი დრო დასჭირდეს ვიდრე გადაჯოდმის შემთხვევაში.
  • სიარული, მაქსიმუმ რამდენი მეტრი მოგიწიოთ სიარული: 100, 250, 500, 750, შეუზღუდავი

ამ ყველაფრის არჩევის შემდეგ რუკაზე გიჩვენებთ თქვენს მარშუტს, გადაჯდომებს და ავტობუსის ნომრებს.

 

შემდეგი ასევე მნიშნველოვანი სერვისი, რომელიც გვაწვდის სტატისტიკურ ინფორმაციას თუ რა დროს რა ნომერი ავტობუსი უნდ აიყოს დანიშნულების ადგილზე.
ეს არის: გრაფიკები, მარშუტები

გრაფიკები,  მარშუტები

გრაფიკები, მარშუტები

მოცემულია მარშუტის სქემა, რომელიც გვიჩვენებს უბნებს და ამ უბნებიდან რა ნომერი ავტობუსები გადის.
მოცემულია განრიგი სამუშაო და დასვენების დღეებში, რომელ წუთებზე გადის ავტობუსი, საიდან სად.
ავტობუსის ნომრის არჩევის შემდეგ გიჩვენებთ რუკაზე მონახაზს, თუ რას გაივლის და რა ადგილზე გაჩერდება.

მესამე სერვისი, რომელიც ყველაზე ემტად მომწონს, ეს არის: ავტობუსი  რეალურ   დროში

ავტობუსი  რეალურ   დროში

ავტობუსი რეალურ დროში

ეს სერვისი საშუალებას გვაძლევს რეალუ დროში ვნახოთ რა ადგილზე რა ავტობუსი მივა. ანუ ეს არის ბევრად უფრო ინფორმაციით დატვირთული მონაცემები, ვიდრე ის ეკრანები, რომლებიც გაჩერებებზე აყენია და გიჩვენებთ ავტობუსის ნომრებს, მათი მოსვლის დროს და უბნების სახელებს.

თუ დააჭერთ ღილაკს, მოძებნეთ ურკაზე: route ის გიცვენებთ ავტობუსის რეალურ მდებარეობას. (თუ გამახსენდა ვცდი ‘თბილისის მერიის სერვისის’ გამოყენებით ანუ Tbilisi Loves You უფასო Wi-fi -თ, დავდგები გაჩერებაზე და ჩემი გალაქსი ფლეიერით ვნახავ ავტობუსის მდებარეობას. თან მე ყვითელი კურტკა მაქვს და კონტროლიორს ვგავარ, ოღონდ მათზე ბევრად მეტი ინფორმაცია მექნება 😀 )

სამარშრუტო სქემის რუკა

სამარშრუტო სქემის რუკა

სამარშრუტო სქემის რუკა

ამ სამარშრუტო სქემის რუკაზე ნახავთ ავტობუსის ნომრებს რომლებიცაა ფერებით გამოყფილი და ხაზებს, რომლებიც გახაზულია იმ უბნებში სადაც ეს ავტობუსი მიდის. რათქმაუნდა ნომრების და ხაზების ფერი ერტიდაიგივეა.

თბილისის სამარშრუტო სქემის რუკა

თბილისის სამარშრუტო სქემის რუკა

 და ბოლოს, რომ შევაჯამოთ. ჩემი აზრით ეს სისტემა ძალიან კარგი რამეა და მისი ნახვის თანავე სურვილი გამიჩნდა ან ასეთი კითხვა. ოდესმე TTC თუ გამოუშვებს API -ს რომლის საშუალებითაც დეველოპერები შევძლებთ ამ სერვისების გამოყენებას და ჩვენს საიტებზე ან და სმარტფონების აპლიკაციებში თუ ჩავდებთ. ისე მინდა ეს სერვისი, რომ შეიძლება მივწერო კიდეც API -სთან დაკავშირებით. ( Application programming interface )

კიდევ ერთი საინტერესო სერვისი: მეტრო LIVE-ში
06
ამ სერვისის საშუალებით ნახავთ მეტროში დამონტაჟებული კამერების პირდაპირ ეთერს. მეტროს შიგნით და გარეთ ნაწილებს.

იხილეთ ვებგვერდი: www.ttc.com.ge

სურატების წყარო : ttc.com.ge

%d bloggers like this: