It's Time To Joke And WOW

Posts tagged ‘კარი’

უსახლკარო კაცის წერილი

mercxlebiგამარჯობა, მე მქვია ჯონი დ. დავიბადე 1983 წლის 13 იანვარს. მინდოდა გამოვსულიყავი ჟურნალისტი, რადგან ძალიან მიყვარდა ეს პროფესია და მიყვარდა ახალი ამბების კითხვა. სკოლაში სიარული მიყვარდა მაგრამ სწავლით არცისე კარგად ვსწავლობდი, რადგან უპირატესობას მაინც გართობას ვანიჭებდი, მყავდა მეგობრები და მიყვარდა მათთან ერთად ცუდი და კარგი საქმეების კეთება, ცუდში ბავშური სიცელქე იგულისხმება.

 

ცუდი არავისთვის გამიკეთებია და არავის ქონია ჩემსდამი ზიზღი , არც მე არ მშურდა არავის და მათი კარგი ისე მიხაროდა როგორც ჩემი, ყვლაფერი კარგად მიდიოდა, თანდათან ვიზრდებოდი და ჭკუაც მემატებოდა, თანდათან ხალხიც იზრდებოდა და იცვლებოდა, სუსტებს ფეხქვეშ თელავდნენ და უფრო დიდები ხდებოდნენ, ყველამ ნახა საშველი ცუდი და იშვიათად კარგი საქმეების კეთებით, მე არ ვიტყვი არ გამიმართლათქო, საქმე მხოლოდ გამართლებაში არაა მთავარია იშრომო. თუმცა არის შემთხვევები როდესაც უძლური ხარ. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ და მე მარტო ვიზრრდებოდი ბებიასთა, როდესაც 20 წლის გავხდი ბებია გარდამეცვალა და ჩემი ჯანმრთელობის საქმეც კარგად არ იყო. კიბო აღმომაჩნდა, რომელსაც ფესვები უკვე ძალიან ღრმად ქონდა ტვინში გადგმული. არ მინდა ვინმეს ჩემი ამბავით თავი შევაცოდო და არ მინდა ცუდ ხასიათზე დავაყენო, უბრალოდ მინდა მოგითხროთ არცისე საინტერესო უჩინარი კაცის ამბავი.
ჩემი მშობლების საქმეც კარგად ვერ მიდიოდა საზღვარგარეთ ემიგრანტების საკითხი გართულდა და სამსახურიც გაჭირდა, მოქალაქეობა არ ქონდათ და ხშირად უწევდათ ციხეში ღამეების თევა. გამუდმებულმა ტანჯვამ და შვილზე ნერვიულობამ დედაზე ცუდათ იმოქმედა და ბებიის გარდაცვალებიდან 2 წელში დედაც გარდაიცვალა. მამას ფული არც ქონდა, რომ საქართველოში ჩამოესვენებინათ დედას ცხედარი და საბოლოოდ მენახა უკვე დიდიხნის უნახავი დედა. დედა, რომელიც ძალიან მიყვარდა და ყველანაირად ზრუნავდა ქმარზეც და შვილზეც. მას უყვარდა ასევე უცნობი და ახლობელი ადამიანების დახმარება, ხშირად ჩემს მშობლებს ჩხუბიც მოსდიოდათ, მამა ეუბნებოდა უცხო ადამიანებს ასე ნუ გადაყვაბი შენ ხო მათ საერთოდ არ იცნობ იქნებ კაცის მკვლელები არიან ან იქნებ ცუდი განზრახვა ამოძრავებთ. მაგრამ დედა მაინც ყველაფერს იმეტებდა მათთვის, ხშირად ჩემთვის მოუკლია და ბავშვებისთვის მიუცია ისეთი რამე რაც მათ ათმაგათ გაახარებდა ვიდრე მე. მე შეიძლება მწყენდა მაგრამ ცოტახანში ვხვდებოდი და დედას მხარეს ვიჭერდი. მეც მიყვარდა სხვების დახმარება. დედის გარდაცვალების შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილი მამა სრულიად უფულოდ დარჩა და მაღაზიაში პურის ქურდობის გამო ციხეში დაიჭირეს. მამამ ციხეში ჯდომა არჩია გარეთ ყოფნა. გალია რაც არ უნდა მოუხერხებელი იყოს პატრონი მაინც ზრუნავს შენზე. გარეთ კი საკუთარი თავის პატრონი შენ ხარ და შენვე უნდა მიხედო შენს ბუდეს ბუდეს, რომელიც მგზავრობისგან დაზიანდა და არწივების შემოტევის შემდეგ ცოტა დაიშალა.

დავრჩი მარტო, ბევრგან ვიმუშავე მცირე ანაზღაურებაზე, ზოგჯერ ანაზღაურების გარეშეც მიწევდა, მაგრამ ჩემი დაავადების გამო პრობლემები მექმნებოდა და სამსახურიდან მალევე მანთავისუფლებდნენ.
გადავწყვიტე სახლი ქუჩაში მყოფი ოჯახისთვის დამეთმო სადაც სამი პატარა ბავშვი ყავდათ. 6 წლის გოგო და 4,2 წლის ბიჭები, მათთვის არ მიკითხია რატომ ხართ ამ მდგომარეობაშითქო, ხშირად ვნახულობდი მათ და გული მწყდებოდა ამ ყველაფერზე.

მათ მაგივრად ახლა უკვე მე დავრჩი უსახლკარო და მომიწია ქუჩაში ღამეების თევა. ზამთარში დღისით ქუჩებში და ბაზრობებზე დავდიოდი სადაც ერთჯერად სამსახურებს ვშოულობდი და ასე ვირჩენდი თავს. ღამე დაკეტილ საწყობებში ვიძინებდი სადაც დაცვა მიშვებდა და მცირეოდენი საკვებითაც მეხმარებოდნენხოლმე, ხშირად ზამთრის ცივ დღეებში ისეთი გავყინულვარ, რომ 3 დღე არ მიძინია.

საზოგადოებაში გარევა არ მინდოდა, არც სამოქალაქო ტრანსპორტით ვმგზავრობდი , რადგან არ მინდოდა ჩემი სუნით ვინმე შემეწუხებინა, ალბათ ყვეალს შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც საშინლად ყარს და ხალხში გრევის დროს ყველა გარბის მისგან ზოგი სიცილით და ზოგიც ზიზღით უყურებს მას.  თავს არ ვიმართებ მაგრამ ბავშობიდა სისუფთავე მიყვარდა და რაც შემეძლო ვცდილობდი, რომ სუფთად ვყოფილიყავი. აბანოში თვეში ერთხელ თუ მომიწევდა  ბანაობა ისე კი გავიდოდი ისეთ ადგილას სადაც ვერ დამინახავდნენ და წყაროზე ტანსაცმელს ვრეცხავდი და გაშრობამდე ველოდებოდი. ამ დღეს მუშაობას ვერ ვახერხებდი, რადგანაც ამ პროცეს დიდი დრო მიქონდა. შეიძლებოდა საერთოდ არაფერი მეჟამა და ღამე ფიქრებით და სურვილებით გამომეკვება საკუთარი თავი. ხშირად გავმხდარვარ სხვისი დასაცინი, პატრა ბავშვები, რომ დამინახავდნენ, ხელს ჩემსკენ იშვერდნენ და მშობლებს სხვადასხვა სახის კითხვებს უსვავდნენ. მე ეს სულაც არ მაღიზიანებდა გარდა ამპარტავანი ადამიანებისა, რომლებიც საზიზღრად დამცინოდნენ.
ლაპარაკი არ მიყვარდა არავის ველაპარაკებოდი მხოლოდ ერთი ორ სიყვას თუ გამომაცლიდნენ პირიდან ისიც გამოუვალ შემთხვევებში.

არ მეგონა დიდხანს თუ ვიცოცხლებდი, ღამით იმ იმედით ვიძინებდი, რომ დილით ვეღარ გავიღვიძებდი. ახლამე უკვე 26 წლის ვარ და ამ წერილს ვწერ, თულ თან დავატარებ, იმედი მაქვს ვინმე ნახავს მას და ერთ ადამიანს მაინც გავახსენდები და ჩემზე ილოცებს. მინდა ჩემზე ლოცულობდნენ, მორწმუნე არ ვარ მაგრამ მინდა ვინმე ლოცულობდეს ჩემზე. ამ წერილს იმ შემთხვევაში ნახავთ თუ მე უკვე მკვდარი ვიქნები , სხვა შემთხვევაში არავის დავაცინინებ თავს ამ წერილის გამო, ისედაც ბევრი დაცინვა გადამიტანია.

მიყვარს ის მოზრდილი და ზრდასრული ადამიანები, რომლებივ პატარა ბავშვებს ხურდას ხელში უდებენ და ჩემსკენ იშვერენ საჩვენებელ თითს, ეუბნებიან მიდი იმ ბიძიას მიეცი შვილო გაუხარდებოა. ზამთარში ერთი ორჯერ თუ მომიწევდა ქუჩაში გამოსვლა და ხელის ისე გაშვერა თითქოს წვიმის წვეთებს ვაგროვებდი. დანარჩენ შემთხვევაში არც არავის უჩნდებოდა სურვილი დამხმარებოდა იშვიათად ასეთი ბავშვები თუ გამოჩნდებოდნენ და მათ აუცილებლად ვართმევდი რადგან ბავშვების და მისი მშობლების თვალებში ჩემი დახმარებით გამოწვეული სიხარულს ვხედავდი.

ეს წერილი ნაპოვნია 2013 წლის  11 დეკემბერს. (11,12,13)
როგორც ხვდებით ის ადამიანი უკვე აღარაა ცოცხალი ვინც ეს წერილი დაწერა და თან ბოლომდეც არაა დასრულებული. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის სიცივისაგან გარდაიცვალა და არა იმ დაავადებისაგან რაც მის წერილშია აღწერილი.

ეს წერილი ეძღვნება ყველა იმ გარდაცვალებულ უსახლკარო ადამიანს ვინც გარდაიცვალა და ვთხოვთ ხელისუფლებას, მოქალაქეებს დაეხმარონ ასეთ გაჭირვებულებს. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გაიხსენეთ წერილში რას ამბობს ავტორი გაჭირვებულების დახმარების შესახებ.

წერილის ავტორი და თვითონ წერილიც გამოგონილია 

მოუსმინეთ სიმღერას: Sigur Ros – Olsen Olsen