It's Time To Joke And WOW

Archive for the ‘მოგზაურის ბლოგი’ Category

ხადას ხეობა (ლაშქრობა)

2012 წლის 6-7-8 ივნის გალაშქრება ხადას ხეობაში.

This slideshow requires JavaScript.

მოკლედ მოვიარეთ ყველაფერი, ერთი ღამე კარავში გავათიეთ ხოლო მეორე დღეს მიტოვებულ  სახლში ერთ კედელსა და ერთ ჭერს შორისგვეძინა. ბევრი ვიარეთ და ვიმხიარულეთ. შემდეგი ლაშქრობა დაგეგმილია ბირთვისში, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. გახსნილია ღონისძიება Facebook-ზე ლაშქრობა ბირთვისში 
July 28 at 10:00am until July 29 at 6:00pm in UTC+04

არმაზის ციხე, ჯვარი. ლაშქრობა არის კარგი

ცოტახნის წინ ვამბობდი რო მუზა აღარმოდის და მეტი არაფერი იდეა არმაქვს რომ დავპოსტოთქო, ისიც ვთქვი რო დღეისათვის თემა მექნებოდა, რადგან სალაშქროდ მივდიოდი და კაი მოგზაურის ბლოგპოსტი იქნებოდა.
ხოოოოდა აი დადგა ის დრო რო მოგითხროთ ჩემი არა პირველი და არა საბოლოო ლაშქრობის ამბავი.

მე და ჩემმა მეგობარმა სანდრომ (რომელსაც კაციმთას ვეძახით, რადგან ნახევარი ცხოვრება მთაში გაატარა მოგზაურობასა და ლაშქრობებში)  წინა ლაშქრობაზე რომ ვიყავით არმაზის ციხეზე, მოპირდაპირე მხარე შევამჩნიე ერთი პატარა ჯვარი და კაცი მთას ვკითხე აქ ასვლა მოხერხდებათქო ? და მან რათქმაუნდა ჩაიღიმა და თქვა რათქმაუნდაო.  ჩვენ ყოველკვირას ვგეგმავთ ლაშქრობებს წინასწარ ან უცბად ერთი დღით ადრე გადავწყვეტთ რო წავიდეთ და მივდივართ. ხოოოდა ერთდღესაც მირეკავს კაციმთა და მეუბნება ამ კვირას რავქნათო რავქნათ და წავიდეთ სადმეთქო… სად სადმეო და არმაზის აი იქ ჯვარზეო. ას მეორე დღეს ავიბარგეთ და შევუდექით გზას. პირველი გაჩერება დიდუბე და წავედით დანიშნულების ადგილამდე სადაც გზა მიდიოდა. ჩამოვედით თუარა მაშინვე შევუდექით გზას და პირველივე დაპრკოლება იყო გზიდან ასასვლელი გორა რომელიც მოყინული იყო და ორი ფეხით ვერახვიდოდი 🙂 ავედით გავაგრძელეთ გზა და ბილიკის ნაცვლად მდინარეს ავუყევით. გზაზე წყვილი შეგვხვდა, ქალი და კაცი ერთნაირ ფორმაში გამოწყობილი და ერთნაირად აღჭურვილნი. არვიცი რაში სჭირდებათ სამთო ჯოხები და ასე შემდეგ მაგრამ ფაქტია რო ევასებათ ასე სიარული, ჩვენ კი უბრალოდ გვაცვია ისე რომ მოხერხებულად ვიაროთ, ხელი არაფერმა შეგვიშალოს და რაცმთავარია ზურგჩანთაში საჭმელი და სასმელი კარგად იყოს დაცული. წყვილს რომ ავუარეთ, ავუარეთ კიარა ავუქროლეთ შემოგვძახეს თქვენ რა სწრაფად დადიხართო, ცოტახანში დაგვცხა და გავჩერდით ზედმეტი ტანსაცმელის მოსაშორებლად და ისინიც დაგვეწივნენ. რო ვკითხეთ არმაზის ციხეზე მიდიხართო, მათ გვიპასუხეს რომ უბრალოდ სეირნობდნენ. 🙂 ასე გავიღიმეთ შევუდექით გზას. მანძილი რო შგვემოკლებინა მთაზე ჩასვლა გადავწყვიტეთ მეორე მთაზე ასასვლელად და გადავუხვიეთ გზიდან, ის წყვილიც გამოგვყვა და ვითომც არაფერი და არ შეიმჩნიეს, რომ გზა შეეშალათ.

 ჩვენ ჩავბობღდით როგორღაც და გავედით მეორე მთისკენ.
იქ ეკლესია და რამოდენიმე შენობა იდგა:

შემდეგ გზას რომ ავუყევით ერთი ძაღლი შეგვხვდა, რომელიც სანდრომ იცნო და მოეფერა. არადა შესახხედაობით არცისე წყნარი არსება ჩანდა, კარგი ძაღლი იყო. წინა ლაშქრობაზე, როდესაც მე არვიყავი მას ჩემს ძმას უნახია და მოფერებია.

გავიარეთ მოკლე მანძილი და მგვბეზრდა მანქანისაგან გაკვალული და გაყინული გზა, გადავწყვიტეთ მთაზე გადავსულიყავით და იქიდან ავსულიყავით რთული გზით. გადავუხვიეთ გზიდან და რაც ყველაზე ძაანმიყვარს იმ გზით ვიარეთ რითიც ადრე სხვას არუვლია.

მაშინ, როდესაც თბილისში თოვლი აღარასად ჩანდა ჩვენ მუხლებამდე და ზოგგან უფრო დიდ თოვლში სიარული
გვიწევდა. ცოტა დამღლელი იყო მაგრამ ჩვენმა გამოცლილმა სისხლძარღვებმა და ფეის კუნთებმა გაუძლეს ამ დატვირთვას 🙂

მივიხედ მოვიხედეთ, დანიშნულების ადგილი არ ჩანდა, ჩავღუნეთ თავი და გავაგრძელეთ ზემოთ სვლა.

უკვე ახლოს ვიყავით მისულები როდესაც სანდრომ ჯვარი დაინახა და გაგვიხარდა. ავცოცდით კლდეზე და მივადექით ეკლესიას.

შევედით პირჯვარი გადავიწერეთ და გამოვედით გარეთ, სადაც ის ჯვარი მეგულებოდა, რომლის ნახვაც ძაან მინდოდა.
ვნახეთ ცოტა ვიხტუნავეთ თოვლში, გავერთეთ და ჯვართან სურათებიც გადავიღთ.
უკან დაბრუნების ჟამი რომ დადგა ჯერ სუფრა გავაწყვეთ ვისადილეთ და ცოტაც დავლიეთ, ჩვენი სასმელების მენიუ ასეთი იყო: წყალი, ლუდი, კონიაკი, არაყი. არაყის გარდა ყველაფერი დავლიე და ისეთი სიცივე იყო საერთოდ არ მოგვეკიდა. ქვემოთ ჩამოსვილისას 1 კილომეტრი მთაზე სირბილით ჩამოვედით და როგორც ბოლოს დავადგინეთ ეს იმას ნიშნავდა რო ალკოჰოლი მოგვედო :დ
გზაზე ბევრი ძველი შენობები შეგვხვდა, სადაც არავინ აღარ ცხოვრობდა და არც ფუნქციონერებდა.
რამოდენიმე სამალავი ვნახეთ და კიდევ ახალი გაკეთებული ბუნკერები რის შესახებაც სანდრომ ყველაფერი კარგად იცოდა და მეც ამისხნა თუ როგორ აშენებენ ჯარისკაცები ბუნკერებს, თავის დასაცავად და შეუმჩნევლად ყოფნისათვის.
ჩამოვედით მთავარ გზაზე , ჩავსხედით მანქანაში და დავბრუნდით სახლში, ოღონდ ესეპირდაპირ არ დავბრუნებულვართ, ერთი ლუდი კიდევ ავიღეთ და + ერთი ჭიქა კონიაკი , ეს ალკოჰოლის ფესტივალი დღეს არდასრულებულა, მეგობრებმა დამირეკეს და ხინკალზე მიმიწვიეს, არც ამაზევთქვი უარი და იქაც დავლიე.
არ დავღლილვარ, არ დავმთვრალვარ უბრალოდ +1 დასამახსოვრებელი დღე მივამატე ჩემი ცხოვრების Timeline -ს :დ
იმედიმქვს ყველაფერი კარგად მოგიყევით, და კიდევ იმს იმედი მაქვს, რომ თქვენც მოგწონთ ასეთი ლაშქრობები.  თუ რამე ნაპერწკალი იქნება იმ იდეეის, რომ ბლოგერებმა გავქუსლოთ მთისაკენ ან სადმე ბუნებაში მარკეტი არაა წავიდეთ. 😉

მოგზაურის ბლოგი: სტატია 1 (საგურამო (ჯვარი))

გავხსენი კატეგორია მოგზაურის ბლოგი, სადაც დავწერ სტატიებს, რომელიც შეეხება იმ ლაშქრობებს, რასაც მე განვახორციელებ.  აქამდე უკვე ბევრი ადგილი ვნახე მაგრამ კიდევ ბევრი ადგილი იქნება სადაც წავალ და სიარულით და კლდეზე ხოხვით დავისვენებ/დროს გავატარებ/გავერთობი/ვისიამოვნებ.

მე (კახა), კაცი მთა (სანდრო) და ნასა (ილია)

უნებამ არ შეიძლება დაგღალოს. მე მიყვარს ბუნება და მასაც ვუყვარვარ მე.

2 დღის წინ (29.01.2012) ვიყავი საგურამოში, დიდუბიდან გავედით და ნახევარ საათში საგურამოში ვიყავით. სოდლიდან ავედით გზაზე, რომელიც მანქანების ნატარისგან იყო მოყინული და სასტიკად ცურავდა ფეხი. დახლოებით 1 კილომეტრის შემდეგ გამოჩნდა მხოლოდ თოვლიანი გზა და იშვიათად მანქანის ნატარი. თოვლი არცისე დიდი იყო და სიარულიც არ ჭირდა. ნახევარ გზაზეც არ ვიყავით მისულები, როცა დავინახეთ ეკლესია, რომელიც კომუნისტების დროს გადაკეთებული იყო და მეორე სართული საცხოვრებელი ოთახი ქონდათ გაკეთებული. ეზოში მაგიდა და სკამები იდგა. ერთერთ მაგიდასთან მივედით და გავშალეთ ჩვენი ასევთქვათ საუზმე. სასმელი ამ სიცივეში სასურველი კიარადა აუცილებელიც იყო ამიტომ სამი სახის ალქოჰოლური სასმელი გვქონდა წაღებული: ღვინო, არაყი და ლუდი. მე რათქმაუნდა ლუდს ვსვავდი რადგან წინ ჩამოღვილილი სასმელებისთვის არვარ გაჩენილი 🙂 ბიჭმებმაც ღვინო დალიეს რადგან გრძელს გზაზე ღვინმო უფრო კარგია ვიდრე არაღი. ძალიან ციოდა და ცოტა რო გავხურებოდით ალკოჰოლი რო კარგად მოგვდებოდა ცოტა ვირბინეთ 🙂

30 წუთში გავაგრძელეთ სიარული.  ნახევარზე მეტი გვქონდა გავლილი როცა დავინახეთ მანქანა მოდიოდა. მოვერიდეთ მას, მარცხენა მხარეს გადავედით, რომ არ მოცურებულიყო. პატარა მანძილი გავიარეთ და 3 ბიჭი დავინახეთ რომელიც ქვემოთ მოდიოდა, მივესალმეთ და წავედით. როგორციქნა მივედით ადგილამდე, ცოტა ახლოს თოვლშიც ვიბანავეთ, დავწექით და სურათები გადავიღეთ.

ზემოთ რო ავედით ჯვართან, დავინახეთ მანქანა დადიოდა, უკან დიდი ციგა ება და ბავშვებს ატრიალებდა წრეზე, ბავშვებსაც უხაროდათ და იცინოდნენ. პატარა სოფელივით იყო დაახლოებით 5 ოჯახი თუ იქნებოდა და იქით რადიო ანძის სადგური.

ჩვენ გადავუხვიეთ მარჯვნივ და შევედით ეკლესიაში, პირჯვარი გადავიწერეთ და გამოვედით. ზემოდან გადავხედეთ მდინარეების შესართავს და ჯვრის მონასტერს, რომელიც ლამაზად მოჩანდა თოვლში.

იქიდან ჩამოსვლისას არგვინოდა იგივე გზაზე გვევლო და ამიტომ გადავწყვიტეთ გზა გაგვერთულებინა, როგორც ყოველთვის გვჩვევია. მთა მთა გადავდიოდით თოვლში , არცისე ადვილი იყო მაგრამ ჩვენთვის სახაისო. გაჩერება არ შეიძებოდა თორემ გავიყინებოდით. თოვლი შარვლის ქვეშ შედიოდა, ფეხები სუ დაგვისველდა და დამძიმდა ფეხსაცმელი. მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ საგურამოდან ფეხით ჩამოვედით თბილისში, ავჭალაში თან.
ჩვეულებრივ გზაზე რო დავდექით ვერ დავდიოდით რადგან აქ უფრო ცურავდა ფეხი და ისევ ნაპირებზე შემორჩენილ თოვლში დავდიოდით.

ავტობუსის გაჩერებასთან დახ. 10 წუთი ვილოდებოდით, თან არდაგავიწყდეთ რომ ფეხები მუხლებამდე სველი გვაქვს და ტუფლებზე და შარვალზე კიდევაა შემორჩენილი ყინული :დ

ჩამოვედით მეტროში და შევედით ვაგონში, სანამ ბოლოდან  სამგორში ჩამოვიდოდით ვაგონის წინა ნაწილი სულ დავასველეთ,  მე ვიფიქრე სირცხვილია ეხლა რო ასე გავჭუჭყეთ ვაგონი მეთქი და უცბად კაცი მთა “აბა 50 თეთრი რო გახადეს მგზავრობა რა ეგონათ მაგათ, ამ თანხაში დასუფთავებაც შედისო” და ამაზეც კარგად ვიცინეთ. :დ მეც მომეშვა გულზე.
სახლში გზაში შევთანხმდით, რომ სახლში მისვლისას დავლევდით ჩაის და თან ვიტყოდით, რომ “ცხოვრება მშევენიერია”. კი მოვედით სახლში მაგრამ მე დამავიწყდა და მოგვიანებით კაცი მთა რეკავს “რაქენი თქვი ჯადოსნური სიტყვებიო” მე ვერმივხვდი მაგრამ ჩაი რო ახსენა აქ უკვე ოოო… დავწექი სიცილით.

ვანიდან რო გამოვედი, თუმცა სანამ შევიდოდი მაშინაც მეტყობოდა რომ სახე დამწვარი მქონდა, ამას ქვია თოვლის ზაგარი :დ მემგონი ეხლაც მეწვის და ცუდ დღეში მაქვს სახე.

ასეა თუ ისე მაგარი დრო გავატარეთ და მეორე კვირას კიდევ ვგეგმავთ ასეთ ლაშქრობას. სურათები და ტკბილი მოგოგნებები არ მოგაკლდებათ ჩემგან ამ ბლოგზე 🙂 მერე ჩვენც წავიდეთ ვინც ვიცნობთ ერთურთს და საერთოდ ბლოგერებს მოგიწოდებთ გავიდეთ ბუნებაში! 😉