It's Time To Joke And WOW

Posts tagged ‘gmail’

მშვიდობით Hotmail, სალამი Outlook მაგრამ წადი შენი Microsoft

სულ ახლახანს წავაწყდი სიახლეს (1 აგვისტო 2012 წელი.) Microsoft ემშვიდობება Hotmail-ს და გადადის ახალ ინტერფეისზე და სახელზე Outlook.

მე მქონდა იმეილი kakha13@live.com , რომელიც ძალიან მომწონდა, ახლა კი Outlook მეუბნება გინდა თუ არა ჩემს სახელზე უნდა გადმოხვიდეო, გადმოვიდე რა შენი ცოლი ხოარვარ. ახლა ჩემი იმეილია kakha13@outlook.com მაგრამ @live.com ზეც შემეძლება წერილების წაკითხვა. ძალიან არ მომწონს ეს Outlook დომეინი და რავქნა 🙂 იქნებ თქვენც არ მოგწონთ?

აქამდე რაც იმეილები მქონდა ყველაფერი Hotmail ში მომდიოდა და იქიდან ვპასუხობდი ყველას, ახლა გადავდივარ Gmail ზე და ვუფუნებ. არ მინდა ეს Preview ვერსია ოთხკუთხედი და ფერადი დიზაინები.

როგორ წარმოგვიდგენს Microsoft-ი Outlook-ს

როგორი Hotmail

როგორია ახლა Outlook

თბილისი ინტერნეტ ქალაქი WiFi

ალბად გსმენიათ, ან სულ არ გაინტერესებთ ასეთი ამბები, მაგრამ თუ აქ ხარ და ჩემს ბლოგ სტატიას კითხულობ ესეიგი ინტერნეტი შენთვის უცხო არ უნდა იყოს და სულ მცირე ერთი დევისი მაინც გექნება რაც Wi-Fi -ზე მუშაობს.

თბილისის მერია აპირებს, რომ მთლიანი თბილისი დაფარონ უფასო ინტერნეტის ქსელით (Wi-Fi) , ჩემი აზრით ეს ცუდი აზრი ნამდვილად არ არის. როგორც ვიცით ეს კეთდება იმისათვის, რომ თბილისში ჩამოსულმა ტურისტებმა გამოიყენონ უფასო ინტერნეტი და გაიადვილონ თბილისში მოძრაობა, რათქმაუნდა ეს იმისთვისაც კეთდება, რომ ქალქში გაადვილდეს კომუნიკაცია და ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას შეძლო ზოგჯერ ისეთი გადაუდებელი საქმის მოგვარება, რომლისთვისაც მანამდე ოფისში ან სახლში წასვლა მოგიწევდა.
რათქმაუნდა ამ ფუფუნებას მეც გამოვიყენებ და უკვე ვიყენებ თბილისის, რამოდენიმე დიდ ქუჩაზე. უფასო ინტერნეტის მიღება შეგიძლიათ მარჯანიშვილი/აღმაშენებელი, თავისუფლება, რუსთაველი ბოდიშს გიხდით არასრული ჩამონათვალისთვის, ეს მხოლოდ ის ჩამონათვალია რითიც მე მისარგებლია. Wi-Fi -ს სახელია “Tbilisi Loves You”.

უსადენო ინტერნეტის მიღება არამხოლოდ ქუჩებში არამედ, მანქანაში, ავტობუსში და ბოლოს უკვე მეტროშიც შეგვეძლება.

მობილურ ტელეფონზე არ მაქვს Wi-Fi მაგრამ მაქვს Android ის ფლეიერი, რომელსაც ისე ვიყენებ რო ტელეფონი არც მაინტერესებს, თუმცა ახლა უკვე არ მომიწევს ხეტიალი აქეთ-იქით როცა ინტერნეტი დამჭირდება. 24/24 ჩემს გვერდით იქნება და სულ არ მინდა ტელეფონი. შედი Facebook, Twitter, Google+, Gmail, Hotmail, Yahoo, Skype და უფასოდ დაუკავშირდით მეგობრებს, საქმიან თანამშრომლებს. მე მაგალითად იმეილს უფრო სწრაფად ვცემ პასუხს ვიდრე SMS.

მე ძალიან მიხარია, რომ ასეთ პროექტს ანხორციელებს თბილისის მერია, ხშირად გამოვიყენებ ამ სერვისსმ, მაგრამ შეიძლება ამან ბევრი დააზიანოს. ალბად ჟურნალისტები დაიწყებენ ინტერნეტ პროვაიდერებთან სიარუსლ და ინტერვიუს აღებას, შემდეგ თემაზე “როგორ ზიანს მიაყენებს თბილისის მერიის ახალი პროექტი ინტერნეტ პროვაიდერებს”.

2012 წლის ბოლომდე უფასო ინტერნეტი მთლიანად იქნება თბილისში და იმედია გარე უბნებშიც არ დაინანებენ ინტერნეტს 🙂

თბილისის მერია ასევე გვთავაზობს აპლიკაციას სმარტფონებისათვის “თბილისის მობილური აპლიკაცია – Tbilisi. Loves you”, რომელსაც ხვალ დავტესტავ.

მისი გადმოწერა შეგიძლიათ Android ის და Apple ონლაინ მაღაზიებიდან.
თბილისის მობილური აპლიკაცია – “Tbilisi. Loves you” – ქალაქის გზამკვლევი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, საზკვებისა და განთავსების ადგილების შესახებ ინფორმაციით (ტექსტი, სურათები და GPS მონაცემები), განკუთვნილია iOS და Android სისტემის მქონე ტელეფონების მფლობელებისათვის. აპლიკაციის მომხმარებელს შეუძლია შემოთავაზებული ნუსხიდან ადვილად მოძებნოს მისთვის საინტერესო ობიექტი და მიიღოს ინფორმაცია საკონტაქტო მონაცემების შესახებ, იხილოს მისი ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე, მარშრუტი აღნიშნულ ობიექტამდე, შეაფასოს ობიექტი, მიანიჭოს რეიტინგი, ასევე ნახოს სხვა მომხმარებლის შეფასებები. შესაძლებელია სასურველი ობიექტის მონიშვნა და გაზიარება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

Android

IOS

FBi ანუ FACEBOOK+FBI

ალბად ყველამ კარგად იცით ეს ორი მცნება: facebook.com (სოციალური ქსელი) და FBI (ფედერალური საგამოძიებო ბიურო).

ლოგოს თუ შეხედავთ მიხვდებით ალბად რისი თქმაც მინდა, თუმცა ამას სათაურის მიხდვითაც მიხვდებოდით, მაგრამ სხვა რამესაც გეტყვით.

FBi ანუ Facebook+FBI

ალბად ბევრს გაგიჩნდათ კითხვა, ასე უცბად, როგორ გახდა Facebook -ი პოპულარულიო არა? სანამ ის გაჩნდებოდა იყო უკვე Myspace, Hi5 და სხვა მსგავსი სოციალური ქსელები, მაგრამ მაინც და მაინც fb-მ მიაღწია პოპულარობის პიკს. ასეთი კითხვა მიჩნდება : სიდან ამხელა ამბიციაი, ჰა სიდან?
მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც დაარსა fb მეგობრებთან ერთად, დიდი პოპულარობა და დიდი თანხა იშოვნა ამ სისტემით.
როგორც მე გავიგე FBI-მ ჯილდო გადასცა მარკ ცუკერბერგს თანამშრომლობისათვის.
რაში თანამშრომლობენ ნეტა? არგაინტერესებთ? მხოლოდ ეს არ გამხდარა მიზეზი იმისა რო ეჭვი შემეტანა მათ ურთიერთობაში.

ჯერკიდევ რამოდენიმე წლის წინ მოიხსენიებდნენ facebook-ს Spy მანქანად ანუ “ჯაშუშ მანქანად”, სხვათაშორის ეს ამერიკსი პრეზიდენტმა ობამამაც თქვა, რომ fb არის ჯაშუშ მანქანა, და ხუმრობით მოუწოდა ხალხს და უთხრათ, რომ ყველაფერს ნუ დაპოსტავთო. 🙂

რა სჯობია იმას რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი აკონტროლო და მიიღი ინფორმაცია პიროვნების შესახებ 1 წუთში. შეხვალ მის პირად პროფილში და გაიგებ ყველაფერს, მიმოწერებს, პოსტებს და რავიცი კიდევ სხვა ბევრ საინტერესო რამეს.

ერთ პატარა რამეს გეტყვით. დიდი დაპირისპირებაა Google სა და აშშ-ს ხელისიუფლებას შორის. აშშ, როდესაც რამეს სთხოვს Google-ს მაგალითად ადამიანების პირად მონაცემებს, Google ტკბილი უარით ისტუმრებს უკან.
მაგალითად ერთ პატარა მაგალითს გეტყვით: ერთ-ერთი  დამნაშავე ძენბილის Android (Smartphone) ჩაუვარდა ხელში FBI-ს და, ალბად იცით, რომ Android-ი Google ს ეკუთვნის და მისი პირადი ინფორმაცია ინახება ამ ჭკვიანურ სისტემაში (იმეილები, დოკუმენტები და ა.შ) , როდესაც FBI მ დაიწყო ამ სმარტფონის გაშიფვრა პაროლი რამოდენიმეჯერ არასწორედ შეიყვანეს და მონაცემები დაიბლოკა. მონაცემებზე ხელმისაწვდომობა შუძლებელი გახდა Gmail ის გარეშე, რისი საშუალებითაც შეეძლოთ პაროლის გაგება. FBI-მ მიმართა Google-ს  თხოვნით, რომ მიეცათ ეს ინფორმაცია და Google მ ამჟამადაც უარით გამოისტუმრა. (აი ამიტომ მიყვარს Google და ამიტომ ვცემ დიდ პატივს, მხოლოდ ამიტომ არა ეხლა, ძალიან ძლიერები არიან და ყველაფერს აკეთებენ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განსავითარებლად).

მოკლედ იმედია კარგად ჩამოვაყალიბე ჩემი სათქმელი და გირჩევთ ფრთხილად იყოთ. ყველაფერს ნუ დააშერებთ და ნუ გაეხუმრებით მეგობრებს არამხოლოდ FBI იყენებს Facebook-ს 😉

Facebook Twitter More...